|
2025-03-07 09:39:44, 513 ნახვა
მსოფლიო
ევროპული საბჭო - ხაზს ვუსვამთ ევროპის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ხარჯების არსებითად გაზრდის აუცილებლობას
ევროპული საბჭო ხაზს უსვამს, რომ ევროპა უნდა გახდეს უფრო სუვერენული, უფრო პასუხისმგებელი საკუთარ თავდაცვაზე და უკეთ მოემზადოს იმისთვის, რომ იმოქმედოს და დამოუკიდებლად გაუმკლავდეს უშუალო და მომავალ გამოწვევებსა და საფრთხეებს 360-გრადუსიანი მიდგომით, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს დასკვნებშია აღნიშნული, რომელიც საბჭოს სპეციალური შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნდა. „რუსეთის აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ და მისი შედეგები ევროპულ და გლობალურ უსაფრთხოებაზე ცვალებად გარემოში წარმოადგენს ეგზისტენციალურ გამოწვევას ევროკავშირისთვის. ამ კონტექსტში, ევროკავშირი დააჩქარებს საჭირო ინსტრუმენტებისა და დაფინანსების მობილიზებას ევროკავშირის უსაფრთხოებისა და ჩვენი მოქალაქეების დაცვის მიზნით. ამით, ევროკავშირი გააძლიერებს თავდაცვის მზადყოფნას, შეამცირებს მის სტრატეგიულ დამოკიდებულებებს, აღმოფხვრას მისი კრიტიკული შესაძლებლობების ხარვეზებს და გააძლიერებს ევროპული თავდაცვის ტექნოლოგიურ და სამრეწველო ბაზას შესაბამისად მთელი კავშირის მასშტაბით, რათა უკეთესად შეეძლოს აღჭურვილობის მიწოდება საჭირო რაოდენობით და დაჩქარებული ტემპით. ეს ასევე ხელს შეუწყობს ევროპის ინდუსტრიული და ტექნოლოგიური კონკურენტუნარიანობის გაზრდას“, - აღნიშნულია დოკუმენტში. ევროპული საბჭო ხაზს უსვამს ევროპის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ხარჯების არსებითად გაზრდის აუცილებლობას. „ევროპული საბჭო ითვალისწინებს კომისიის განზრახვას წარადგინოს წინადადება ევროკავშირის ახალი ინსტრუმენტის შესახებ, რომელიც უზრუნველყოფს წევრ სახელმწიფოებს ევროკავშირის ბიუჯეტით მხარდაჭერილი სესხებით 150 მილიარდ ევრომდე და იწვევს საბჭოს, სასწრაფოდ განიხილოს ეს წინადადება“, - აღნიშნულია დოკუმენტში. საბჭო განსაზღვრავს პრიორიტეტული სფეროების ჩამონათვალს ევროკავშირის დონეზე შესაძლებლობების სფეროში მოქმედებისთვის, უკრაინის ომიდან მიღებული გაკვეთილების გათვალისწინებით, ევროპის თავდაცვის სააგენტოს ფარგლებში უკვე შესრულებული სამუშაოს შესაბამისად და ნატო-სთან სრული თანმიმდევრობით: საჰაერო და სარაკეტო თავდაცვა, საარტილერიო სისტემები, ზუსტი ღრმა დარტყმის შესაძლებლობების ჩათვლით, რაკეტები და საბრძოლო მასალები, დრონები და დრონების საწინააღმდეგო სისტემები, სტრატეგიული გამაძლიერებლები, მათ შორის სივრცისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვასთან დაკავშირებული, სამხედრო მობილურობა, კიბერუსაფრთხოება, ხელოვნური ინტელექტი და რადიოელექტრონული ბრძოლა. ევროპული საბჭო ხაზს უსვამს, რომ უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში უფრო ძლიერი და ქმედუნარიანი ევროკავშირი პოზიტიურად შეუწყობს ხელს გლობალურ და ტრანსატლანტიკურ უსაფრთხოებას და შემავსებელია ნატო-სთვის, რომელიც მისი წევრი სახელმწიფოებისთვის კოლექტიური თავდაცვის საფუძველი რჩება.
აშშ-მ ახლო აღმოსავლეთში კიდევ 18 F-35A გამანადგურებელი განათავსა
თეირანი ჰორმუზის სრუტის გავლით გადასასვლელად საფასურს დააწესებს მემორანდუმის შესაბამისად
მეწყერის გამო სოფელ მაღაროსკართან ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)