14:16 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-04 11:05:26, 457 ნახვა

მსოფლიო
უკრაინის რადა - მივესალმებით პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინიციატივებს
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი

უკრაინის უმაღლესი რადა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, კონგრესსა და ამერიკელ ხალხს მიმართავს

მათი განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების, როგორც უკრაინის სტრატეგიული პარტნიორის, წვლილს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ერისმხარდაჭერის საქმეში მისი ისტორიის ყველაზე რთულ პერიოდში.

„უკრაინის უმაღლესი რადა უკრაინელი ხალხის სახელით უღრმეს მადლობას უხდის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, შეერთებული შტატების კონგრესს და ამერიკელ ხალხს უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე და თანმიმდევრული მხარდაჭერისთვის, ასევე უკრაინის უსაფრთხოების დახმარების პაკეტებისთვის, რამაც ხელი შეუწყო სიტუაციის სტაბილიზაციას ფრონტზე“, - აღნიშნულია მიმართვაში.

დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ აშშ-ის მხარდაჭერა ახლა ისეთი მნიშვნელოვანია უკრაინელი ხალხისა და უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ძალებისთვის, ისევე როგორც ევროპის მთელ კონტინენტზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფისთვის, როგორც არასდროს.

„უკრაინელ ხალხს ყველაზე მეტად სურს მშვიდობა და თვლის, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპის პირადი როლი და მისი სამშვიდობო ძალისხმევა გადამწყვეტი იქნება საომარი მოქმედებების სწრაფ შეწყვეტაში და უკრაინისთვის, ევროპისა და მთელი მსოფლიოსათვის მშვიდობის მიღწევაში. უკრაინის უმაღლესი რადა მიესალმება პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინიციატივებს მოლაპარაკებების პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით, რომელიც მიზნად ისახავს მშვიდობის უზრუნველყოფას. უკრაინის უმაღლესი რადა ხაზს უსვამს შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი განვითარების აუცილებლობას, განსაკუთრებით კრიტიკულად მნიშვნელოვანი წიაღისეულის მოპოვების სფეროში. უკრაინის უმაღლესი რადა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ უკრაინა უნდა დარჩეს დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფო, ხოლო უკრაინელი ხალხი თავისუფალი და დაუპყრობელი“, - აღნიშნულია მიმართვაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სააკაშვილი: ნანუკა ჟორჟოლიანი ჩემი თხოვნით უკვე ხვდება პარტიულ ორგანიზაციებს, თიკა ბოკუჩავაც რჩება პარტიაში
უკრაინის იერიშის გამო მოსკოვის ყველა აეროპორტმა მუშაობა შეწყვიტა
ტუსკი რუსი მხატვრის მკვლელობაზე: ეჭვმიტანილი დაკავებულია, ის საქართველოს პასპორტს იყენებს
სელფი Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის პარტნიორია!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics