2016-03-09 22:39:27, 367 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე თოფაძის განცხადებას მთავრობის სახელით ემიჯნება
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე გოგი თოფაძის განცხადებას მთავრობის სახელით ემიჯნება და ამბობს, რომ თურქეთი საქართველოს მეგობარია და მხარს უჭერს ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას.
"მინდა, როგორც ჩვენი უწყების, ასევე მთავრობის სახელით მინდა გავემიჯნო იმ განცხადებას, რომელიც ბატონი გოგი თოფაძის მხრიდან გაკეთდა. თურქეთი საქართველოს მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანაა, რომელიც მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას" - განაცხადა ჯანელიძემ.
ცნობისთვის, დღეს თოფაძემ განაცხადა: "მთელი საუბარი იმაზე ააგეს, რომ რუსეთმა ჩვენი ტერიტორიები დაიკავა და „გაზპრომთან“ მოლაპარაკება როგორ შეიძლება. თუ საკითხს ასე ვუდგებით, მაშინ თურქეთიდან რომ ამდენი ნაგავი შემოაქვთ, იქ არ არის ჩვენი ტერიტორიები დაკავებული"?!
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან