19:34 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-24 16:40:21, 413 ნახვა

მსოფლიო
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი - მზად ვართ, გავზარდოთ ფინანსური და სამხედრო მხარდაჭერა უკრაინისთვის

მზად ვართ, გავზარდოთ ფინანსური და სამხედრო მხარდაჭერა უკრაინისთვის, ავაშენოთ უკრაინის მომავალი ევროკავშირის შიგნით - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიო კოშტამ უკრაინაში მიმდინარე უსაფრთხოების სამიტზე განაცხადა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის თქმით, “ვერ იქნება წარმატებული მოლაპარაკებები  და მარადიული სიმშვიდე უკრაინის და ევროკავშირის გარეშე.“

 “მშვიდობა არ უნდა იყოს სიმბოლურად ცეცხლის შეწყვეტა, ეს უნდა იყოს მყარი შეთანხმება“, - დასძინა მან.

ვერ იქნება წარმატებული მოლაპარაკებები  და მარადიული სიმშვიდე უკრაინის და ევროკავშირის გარეშე. მხოლოდ უკრაინას შეუძლია გადაწყვიტოს, როდის დაახლოვდება პოზიციები და როდის დაიწყება სამშვიდობო მოლაპარაკებები. მშვიდობა არ უნდა იყოს სიმბოლურას ცეცხლის შეწყვეტა, ეს უნდა იყოს მყარი შეთანხმება. მხოლოდ , კონკრეტულ და ძლიერ უსაფრთხოების გარანტიები უზრუნველყოფს ყოვლისმომცველ , სამართლიან და მარადიულ მშვიდობას უკრაინაში და ევროპაში. ჩვენ მზად ვართ, გავზარდოთ ფინანსური და სამხედრო მხარდაჭერა უკრაინისთვის. ჩვენ მზად ვართ, ავაშენოთ უკრაინის მომავალი ევროკავშირის შიგნით, - განაცხადა კოშტამ.

შეგახსენებთ, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან 3 წლისთავზე კიევში სამიტი იმართება, რომელსაც ევროპულ ქვეყნების ლიდერები ესწრებიან. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
ნინო ლომჯარია TV იმედს სასამართლოში უჩივის
ზურაბიშვილი: ელენე ხოშტარიას, სასწრაფო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარება სჭირდება
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics