19:37 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-22 17:43:48, 530 ნახვა

მსოფლიო
ვოლოდიმირ ზელენსკი - დიდი ბრიტანეთის პრემიერთან ნაყოფიერი საუბარი მქონდა

უკრაინის პრეზიდენტი  ვოლოდიმირ ზელენსკი , სოციალურ პლატფორმა X-ზე დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან, საუბრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

„დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან, კირ სტარმერთან ნაყოფიერი საუბარი მქონდა. ევროპას მოლაპარაკებების მაგიდასთან ადგილი უნდა ჰქონდეს, რათა ომი დასრულდეს და ძლიერი უსაფრთხოების გარანტიები უზრუნველყოფილი იყოს. უკრაინის უსაფრთხოება ევროპის უსაფრთხოებისგან განუყოფელია“, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.

უკრაინის პრეზიდენტის ცნობით, კირ სტარმერთან სატელეფონო საუბრისას მომავალი კვირისთვის დაგეგმილი თანამშრომლობის საკითხები განიხილა, რომელიც მისი თქმით, „ძალიან აქტიური იქნება“.

„დიდი ბრიტანეთი და მისი ხალხი უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მხარდამჭერები არიან და ჩვენ ამას ღრმად ვაფასებთ“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
ნინო ლომჯარია TV იმედს სასამართლოში უჩივის
ზურაბიშვილი: ელენე ხოშტარიას, სასწრაფო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარება სჭირდება
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics