23:20 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-19 19:30:37, 558 ნახვა

პოლიტიკა
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოზეც ისაუბრა

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადისლავ სიკორსკიმ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოში არსებულ ვითარებაზეც ისაუბრა.

მისი განცხადებით, EU მტკიცედ უნდა დადგეს ანტიდემოკრატიული ძალების, მათ შორის, „ქართულ ოცნების“ წინააღმდეგ, რომელმაც საქართველო ევროპულ კურსს მოწყვიტა.

„უნდა შევუწყოთ ხელი ევროპის პოპულარიზაციას უკრაინასა და საქართველოში" - თქვა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

პოლონეთის, როგორც თავჯდომარე ქვეყნის ერთ ერთი მთავარი პრიორიტეტი გაფართოება იქნება. ეს იქნება პოლიტიკური ცვლილებები, რაც იმას ნიშნავს რომ, ევროკავშირი განსაკუთრებულად პასუხისმგებელი იქნება გაფართოებაზე. ვლაპარაკობთ მოლდოვაზე თუ ბალკანეთის ქვეყნებზე. ჩვენ მტკიცედ უნდა დავდგეთ ანტიდემოკრატიული ძალების წინაამდეგ. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ქვეყნების ენთუზიაზმი. ჩვენ უნდა დავუპირისპირდეთ ანტიევროპულ კურსს, მაგალითად “ქართულ ოცნებას”, რომელიც ხელისუფლებაშია საქართველოში. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ასეთი ქმედებების წინაამდეგ და პოლონეთმა, როგორც თავჯდომარე ქვეყნამ, უნდა შევუწყოთ ხელი ევროპის პოპულარიზაციას უკრაინასა და საქართველოში.“ - განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
კომერსანტი: კრემლში თქვეს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსის გადაწყვეტის დრო დადგა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics