22:30 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-19 19:16:45, 603 ნახვა

მსოფლიო
ვლადიმერ პუტინი - რუსეთსა და აშშ-ს შორის დიალოგისთვის შუამავლები საჭირო არ არიან

 

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განცხადებით, რუსეთი უკრაინის საკითხზე მზად არის მოლაპარაკებების მაგიდას დაუბრუნდეს, მაგრამ ტრამპთან უბრალოდ შეხვედრა საკმარისი არ არის, საჭიროა "ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხების დამუშავების მიღწევა." მისივე თქმით მზად არის შეხვდეს ამერიკის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, თუმცა მანამდე საჭიროა მნიშვნელოვანი საკითხების დამუშავება.

პუტინის თქმით, რუსეთს არასდროს არ უთქვამს უარი ევროპასთან ან უკრაინასთან დიალოგზე, მათ თავად "შეწყვიტეს მოსკოვთან კონტაქტები." პუტინმა აღნიშნა, რომ "სიამოვნებით შეხვდება ტრამპს", მაგრამ შეხვედრა მომზადებული უნდა იყოს. მან არ დააკონკრეტა როდის შეიძლება მსგავსი შეხვედრა შედგეს.

პუტინის თქმით, „რუსეთსა და აშშ-ს შორის დიალოგისთვის შუამავლები საჭირო არ არიან“. მან განაცხადა, რომ „ძალიან აფასებს“ საუდის არაბეთში ჩატარებული მოლაპარაკებების შედეგს და აღნიშნა, რომ აშშ-ის მხრიდან მოლაპარაკებებზე "სრულიად სხვა ხალხი" იყო - მიკერძოებისა და დაგმობის გარეშე.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics