04:04 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-14 18:25:55, 384 ნახვა

მსოფლიო
ევროკომისია - ტარიფების დაწესებით, აშშ საკუთარ მოქალაქეებს ბეგრავს, ზრდის ბიზნესის ხარჯებს

“ტარიფები ზრდის ეკონომიკურ გაურკვევლობას და არღვევს გლობალური ბაზრების ეფექტურობასა და ინტეგრაციას.” - ამის შესახებ ევროკომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შეთავაზების საპასუხოდ, რომელიც სავაჭრო პოლიტიკას ეხებოდა.

კომისია აცხადებს, რომ ევროკავშირი ერთგული რჩება პროგნოზირებადი გლობალური სავაჭრო სისტემის მიმართ, რომელიც სარგებელს მოუტანს ყველა პარტნიორს.

„ევროკავშირი ინარჩუნებს ერთ-ერთ ყველაზე დაბალ ტარიფებს მსოფლიოში და მის ექსპორტზე აშშ-ის მიერ ტარიფების გაზრდის გამართლებას ვერ ხედავს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ევროკომისია მიიჩნევს, რომ ტარიფების დაწესებით, აშშ საკუთარ მოქალაქეებს ბეგრავს.

„ტარიფები არის გადასახადები. ტარიფების დაწესებით, აშშ საკუთარ მოქალაქეებს ბეგრავს, ზრდის ბიზნესის ხარჯებს, აფერხებს ზრდას და ზრდის ინფლაციას. ტარიფები ზრდის ეკონომიკურ გაურკვევლობას და არღვევს გლობალური ბაზრების ეფექტურობასა და ინტეგრაციას“, -აღნიშნულია განცხადებაში.

ევროკომისიაში აცხადებენ, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს ორმხრივად მომგებიან და დაბალანსებულ სავაჭრო პარტნიორობას, რომელიც გამჭვირვალობასა და სამართლიანობაზეა დაფუძნებული.„ევროკავშირი მტკიცე და დაუყოვნებლივ რეაგირებას მოახდენს თავისუფალი და სამართლიანი ვაჭრობის გაუმართლებელ ბარიერებზე, მათ შორის, როდესაც ტარიფები გამოიყენება სამართლებრივი და არადისკრიმინაციული პოლიტიკისთვის გამოწვევების შესაქმნელად. ევროკავშირი ყოველთვის დაიცავს ევროპულ ბიზნესს, მუშაკებსა და მომხმარებლებს გაუმართლებელი სატარიფო ზომებისგან“, - აღნიშნულია განცხადებში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics