|
2025-02-07 15:20:41, 590 ნახვა
სამართალი
სადიგოვი სრულ შიმშილობას აგრძელებს – SJC
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა გამოაქვეყნა განცხადება თბილისში დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. სადიგოვი 142 დღეა შიმშილობს და აზერბაიჯანში ექსტრადიციის რისკის წინაშე იმყოფება. “3 თებერვალს სოციალური სამართლიანობის ცენტრმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აფგან სადიგოვმა 2025 წლის 2 თებერვალს ხანგრძლივი შიმშილობის შემდეგ, აბსოლუტური შიმშილობა გამოაცხადა და უარი თქვა წყლის მიღებაზე. ჟურნალისტის ამ რადიკალური გადაწყვეტილების მიზეზი გახდა სასამართლოს მიერ მისი წინასწარი პატიმრობის 3 თვით გაგრძელება, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიღო დროებითი ზომა, რომელიც კრძალავს მის აზერბაიჯანში გადაცემას. 5 თებერვალს აფგან სადიგოვის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა და იგი რამდენიმე საათის განმავლობაში უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა. N18 ბრალდებულთა და მსჯავრდადებულთა სამკურნალო დაწესებულების მედიკოსების ჩარევით ის კრიზისული მდგომარეობიდან გამოიყვანეს და ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა სტაბილურია,” – ნათქვამია განცხადებაში. განცხადებაში აღნიშნულია, რომ 6 თებერვალს, ოჯახის წევრების თხოვნითა და ადვოკატების რეკომენდაციით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი დათანხმდა წყლის მიღებას, თუმცა ამჟამად ის კვლავ აგრძელებს სრულ შიმშილობას. “აფგან სადიგოვი უკვე 142 დღეა შიმშილობს N18 ბრალდებულთა და მსჯავრდადებულთა სამკურნალო დაწესებულებაში, და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად საყურადღებოა. ამ დროისთვის მისი წონა 56 კილოგრამს შეადგენს, რაც დაკავების შემდეგ 40 კილოგრამზე მეტით არის შემცირებული. პენიტენციური დაწესებულების ექიმების შეფასებით, ხანგრძლივი შიმშილობის შემდეგ მისი ჯანმრთელობისთვის მოსალოდნელი ზიანი შეიძლება შეუქცევადი აღმოჩნდეს,” – ვკითხულობთ განცხადებაში. სოციალური სამართლიანობის ცენტრის განცხადებაში ნათქვამია ისიც, რომ აფგან სადიგოვმა შიმშილობა ჯერ კიდევ 2024 წლის 21 სექტემბერს დაიწყო, “ორი ავტორიტარული ხელისუფლების მხრიდან უსამართლო მოპყრობისა და გადაწყვეტილებების საპასუხოდ”. “შიმშილობის დაწყებიდან მე-17 დღეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იმდენად გაუარესდა, რომ N18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც ის დღემდე იმყოფება. აფგან სადიგოვის ჯანმრთელობის მდგომარეობას ართულებს ისიც, რომ 2020 წელს, აზერბაიჯანში უკანონოდ მეორედ დაკავების შემდეგ, როდესაც მას 7-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, მან 242 დღე იშიმშილა. ამ პერიოდის განმავლობაში მისი ჯანმრთელობა იმდენად გაუარესდა, რომ ხანგრძლივი რეაბილიტაცია და საზღვარგარეთ მკურნალობა გახდა აუცილებელი,” – აცხადებს სოციალური სამართლიანობის ცენტრი. 5 თებერვალს, აფგან სადიგოვის ცოლის, სევინჩ სადიგოვას ინფორმაციით, თბილისში დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი კრიტიკულ მდგომარეობაშია. ”აფგანი კრიტიკულ მდგომარეობაშია, ის წუხელ დილამდე უგონო მდგომარეობაში იყო, ჩაერივნენ ექიმები. როდემდე გაუძლებს ეს ადამიანი ასეთ სიტუაციას?! მეუღლის ინფორმაციით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი მშრალ შიმშილობაზე გადავიდა. სევინჩ სადიგოვა პასუხისმგებლობას ილჰამ ალიევსა და ბიძინა ივანიშვილს აკისრებს. “ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი ასრულებს ილჰამ ალიევის პოლიტიკურ დაკვეთას! ორივე რეჟიმი ხალხის მტერი და მკვლელია”, – წერს სადიგოვის მეუღლე ფეისბუკზე. სოციალური სამართლიანობის ცენტრის განცხადებით, 31 იანვარს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ აფგან სადიგოვის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული საექსტრადიციო პატიმრობის კიდევ 3 თვით გაგრძელება მოითხოვა. განცხადების მიხედვით, პროკურატურის შუამდგომლობა თბილისის საქალაქო სასამართლომ დღესვე დააკმაყოფილა და სადიგოვის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობა 3 მაისამდე გაგრძელდა. აფგან სადიგოვი თბილისის წინასწარი დაკავების იზოლატორში 21 სექტემბრის შემდეგ შიმშილობს. თბილისის იზოლატორში შიმშილობის მე-17 დღეს სადიგოვი შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. სადიგოვი თბილისში 3 აგვისტოს დააკავეს. ქართული მხარის განცხადებით, სადიგოვი აზერბაიჯანის მიერ მუქარისა და გამოძალვის ფაქტებზე გათვალისწინებული დანაშაულისთვის იძებნებოდა. ოჯახი და უფლებადამცველი ორგანიზაციები, ასევე დამოუკიდებელი მედია, მის დაკავებას ილჰამ ალიევის ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკურ დევნას უკავშირებს.
პაველ დუროვი - თუ სოციალური მედია აიკრძალება, მოზარდები იძულებულნი იქნებიან VPN-ებზე გადავიდნენ
ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო მიიჩნევს, რომ ირანი ბირთვულ დათმობებზე არ წავა
„ტატნეფტის“ უდიდესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დრონებით თავდასხმის შემდეგ მუშაობას წყვეტს
ილია თოფურია ჯასტინ გეიჯს - ეს ისტორია ჩვენს შორის შორსაა დასრულებისგან, ჩვენ გვექნება ჩვენი რემატჩი
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)