09:44 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-07 08:54:10, 466 ნახვა

მსოფლიო
მარკო რუბიო - USAID-ის თანამშრომლებს, რომლებიც საზღვარგარეთ მუშაობენ, 30 დღის განმავლობაში აშშ უკან დაბრუნებაში დაეხმარება

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, შეერთებული შტატები 30 დღის განმავლობაში დაეხმარება ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) თანამშრომლებს, რომლებიც საზღვარგარეთ მუშაობენ, უკან დაბრუნებაში.

ამის შესახებ რუბიომ დომინიკელთა რესპუბლიკაში ვიზიტისას გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

„ხალხს მიეცა 30 დღე და ჩვენ დავეხმარებით მათ სახლში დაბრუნებაში, თუ ისინი ამას მოისურვებენ ამ 30-დღიან პერიოდში. ამავდროულად, როგორც ვთქვი, თუ ვინმეს აქვს განსაკუთრებული მდგომარეობა ან რაიმე გარემოება, მზად ვართ, მოვუსმინოთ. ჩვენ არ ვცდილობთ ხალხის პირად ცხოვრებაში ჩარევას. ეს არ არის სადამსჯელო ღონისძიება. მაგრამ ეს არის ერთადერთი გზა, რითიც შევძელით USAID-თან თანამშრომლობის მიღწევა. მირჩევნია, არ გაგვეკეთებინა ეს ამ გზით. ჩვენ ვგეგმავთ ამ პროგრამების გაფართოებას ახალი ტექნოლოგიების დანერგვით, რაც კიდევ უფრო ეფექტურს გახდის ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლას. ეს არის მაგალითი იმ პროგრამებისა, რომლებიც ამერიკას უფრო უსაფრთხოსა და ძლიერს ხდის“,- აღნიშნა რუბიომ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა განიხილა პანამის არხთან დაკავშირებული საკითხებიც.

„პანამასთან დაკავშირებით ყველაფერი ნათელია. გვქონდა მოლაპარაკებები, რომლებიც მყარ პირველ ნაბიჯებად მიმაჩნია. ჩვენი მოლოდინები ნათლად გამოვხატეთ. პატივს ვცემ იმას, რომ პანამას აქვს თავისი პროცესები – ისინი დემოკრატიულად არჩეული მთავრობაა, აქვთ თავიანთი წესები და კანონები. თუმცა შეერთებულ შტატებს აქვს სახელშეკრულებო ვალდებულება, დაიცვას პანამის არხი თავდასხმის შემთხვევაში. აბსურდულად მიმაჩნია, რომ ჩვენ უნდა გადავიხადოთ გადასახადი იმ ზონაში გასავლელად, რომლის დაცვის ვალდებულებაც გვაქვს კონფლიქტის დროს“, – განაცხადა მარკო რუბიომ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფოდოროვი - უკრაინა მიიღებს შორ მანძილზე მოქმედ არტილერიას, ფრთოსან რაკეტებს და დრონების მხარდაჭერას
ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ორჯერ გაახანგრძლივონ
ბულგარეთის პრორუსულმა პრემიერ-მინისტრმა პირობა დადო, რომ ვეტოს დაადებს ევროკავშირის ახალ სანქციების პაკეტს რუსეთის წინააღმდეგ.
აშშ-ის საზღვაო ძალებმა ირანის საზღვაო ბლოკადა დაასრულეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics