09:20 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-06 14:54:58, 487 ნახვა

სამართალი
მზია ამაღლობელის საქმეზე ბათუმის პოლიციის უფროსი და კიდევ 9 პოლიციელი გამოიკითხა

მზია ამაღლობელის საქმეზე ბათუმის პოლიციის უფროსი, ირაკლი დგებუაძე და კიდევ 9 პოლიციელი გამოიკითხა.

როგორც „ბათუმელებს“ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში განუცხადეს, "პოლიციის ყველა თანამშრომელი გამოკითხვისას უარყოფს მზია ამაღლობელის მიერ დასახელებული გარემოებების ნამდვილობას".

ბათუმის პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს გამოცემა „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელმა და დირექტორმა მზია ამაღლობელმა დაკავების შემდეგ არასათანადო მოპყრობასა და ძალადობაში დასდო ბრალი.

მზია ამაღლობელის თქმით, დაკავების შემდეგ, ირაკლი დგებუაძემ მას სახეში შეაფურთხა და მასზე ფიზიკური ანგარიშსწორების მიზნით იწევდა. ბათუმის პოლიციის უფროსი მზია ამაღლობელს არ აძლევდა წყლის დალევის, ასევე ტუალეტით სარგებლობის საშუალებას.

დგებუაძე რომ მზია ამაღლობელს დაკავების შემდეგ აგინებდა და სისხლის სამართლის მუხლით დაჭერით ემუქრებოდა, ეს „ბათუმელების“ ვიდეომასალაშიცაა ასახული.

ერთ-ერთი მთავარი კითხვა, რომელიც ამაღლობელის საქმეში არსებობს, არის ის, თუ რატომ არაა ამ დრომდე დაზარალებულად ცნობილი მზია ამაღლობელი. ამ კითხვაზე პასუხს, "ბათუმელების" განცხადებით, სპეციალური საგამოძიებო სამსახური თავს არიდებს.

„სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების ამ ეტაპზე მზია ამაღლობელი დაზარალებულად ცნობილი არ არის. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, პირისათვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას ახორციელებს პროკურორი, შესაბამისად პირის დაზარალებულად ცნობა სცილდება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის კომპეტენციის ფარგლებს,“ – მიწერეს დღეს, 6 თებერვალს "ბათუმელებს".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პაველ დუროვი - თუ სოციალური მედია აიკრძალება, მოზარდები იძულებულნი იქნებიან VPN-ებზე გადავიდნენ
ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო მიიჩნევს, რომ ირანი ბირთვულ დათმობებზე არ წავა
„ტატნეფტის“ უდიდესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დრონებით თავდასხმის შემდეგ მუშაობას წყვეტს
ილია თოფურია ჯასტინ გეიჯს - ეს ისტორია ჩვენს შორის შორსაა დასრულებისგან, ჩვენ გვექნება ჩვენი რემატჩი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics