|
2025-02-06 14:53:24, 517 ნახვა
ეკონომიკა
პარლამენტმა, ხმათა უმრავლესობით, ეროვნული ბანკის საბჭოს ოთხი წევრი დაამტკიცა
პარლამენტმა, ხმათა უმრავლესობით, ეროვნული ბანკის საბჭოს ოთხი წევრი დაამტკიცა. პრეზიდენტად საარჩევნო კოლეგიის მიერ არჩეულმა მიხეილ ყაველაშვილმა ეროვნული ბანკის საბჭოს ოთხ ვაკანტურ თანამდებობაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი ოთარ შამუგია, ეროვნული ბანკის აღმასრულებელი დირექტორი ვახტანგ ბურკიაშვილი, ნინო ჯელაძე და ლევან ძნელაძე წარადგინა. ოთხივე კანდიდატურა უმრავლესობის მხარდაჭერით ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი გახდა. „წელიწადნახევარზე მეტი ხნის განმავლობაში, ექს-პრეზიდენტის საბოტაჟის გამო ეროვნული ბანკის საბჭოს დაკომპლექტებას ვერ ვახდენდით. ეროვნული ბანკის საბჭოს 9-ის ნაცვლად, 5 წევრით საქმიანობა უწევდა. მნიშვნელოვანია, რომ 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგად ამ საბოტაჟის დასრულება შევძელით. ეროვნული ბანკი საქმიანობას სრული შემადგენლობით გააგრძელებს“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა კენჭისყრის დასრულების შემდეგ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)