12:27 - 19 Jun, 2026
|
2025-02-04 14:13:50, 374 ნახვა
მსოფლიო
იენს სტოლტენბერგი ნორვეგიის ფინანსთა მინისტრი გახდება
ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი ნორვეგიის ფინანსთა მინისტრი გახდება, - ინფორმაციას CNBC-ი ნორვეგიის მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს. სტოლტენბერგის ახალი თანამდებობა ნორვეგიის მინისტრთა კაბინეტში ცვლილებებს უკავშირდება, რომელიც მთავრობამ დღეს გამოაცხადა და რომელიც ევროკავშირის ენერგეტიკულ დირექტივებთან დაკავშირებით შიდა დაპირისპირების ფონზე მმართველი კოალიციის დაშლას მოჰყვა. იენს სტოლტენბერგი, რომელიც ნორვეგიის „ლეიბორისტული პარტიის“ წევრია, 2014-2024 წლებში ნატო-ს გენერალური მდივანი იყო, მანამდე მას ნორვეგიის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა ორჯერ, 2000-2001 და 2005-2013 წლებში ეკავა.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
პავლოგრადზე რუსული თავდასხმის შედეგად 8 წლის გოგონა დაიღუპა
ფოდოროვი - უკრაინა მიიღებს შორ მანძილზე მოქმედ არტილერიას, ფრთოსან რაკეტებს და დრონების მხარდაჭერას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)