00:44 - 26 Jun, 2026
|
2025-02-03 08:24:41, 466 ნახვა
პოლიტიკა
ჯო უილსონი საქართველოზე - ამ სასტიკმა რეჟიმმა გააყალბა არჩევნები და ახლა თავს ესხმის, აკავებს და არბევს მათ სახლებს
დროა, ევროკავშირმა სანქციები დაუწესოს არალეგიტიმურ ივანიშვილს და მის ახლო მეგობრებს, რომლებმაც გააყალბეს ოქტომბრის არჩევნები და ახლა სასტიკად არბევენ ქართველ ხალხს, - ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) X-ის საკუთარ გვერდზე წერს. პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ, სამწუხაროდ, უნგრეთი და სლოვაკეთი არასწორად ბლოკავენ სანქციებს. „ნატო-ს ამ მოკავშირეებს მოვუწოდებ, მოხსნან ბლოკი!“- აცხადებს უილსონი. უილსონის თქმით, შთაგონებულია მამაცი ქართველი ხალხით, რომელიც ივანიშვილის უკანონო რეჟიმის წინააღმდეგ მასობრივი საპროტესტო აქციების 67-ე დღესაც ქუჩებში გამოვიდა. „ამ სასტიკმა რეჟიმმა გააყალბა არჩევნები და ახლა თავს ესხმის, აკავებს მათ და არბევს მათ სახლებს“, - წერს უილსონი.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)