14:22 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-01 15:47:47, 532 ნახვა

სამართალი
შსს განცხადებას ავრცელებს სამოქალაქო აქტივისტების საცხოვრებელ სახლში ჩხრეკის ჩატარებასთან დაკავშირებით.

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს სამოქალაქო აქტივისტების საცხოვრებელ სახლში ჩხრეკის ჩატარებასთან დაკავშირებით.

უწყების ინფორმაციით, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ჯგუფური მოქმედების ორგანიზების ფაქტზე სხვადასხვა ლოკაციაზე საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტში ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ჯგუფური მოქმედების ორგანიზების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით და 226-ე მუხლით. ამ გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველები თბილისის მასშტაბით სხვადასხვა ლოკაციაზე ატარებენ საგამოძიებო მოქმედებებს. მათ შორის, საგამოძიებო ღონისძიებების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ტარდება საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკა”, – აცხადებენ შსს-ში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ემანუელ მაკრონმა ვოლოდიმირ ზელენსკის მასსა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრის ორგანიზება შესთავაზა
საქართველოს რკინიგზის ყოფილი ხელმძღვანელი დავით ფერაძე დააკავეს
საელჩო: დიდმა ბრიტანეთმა სანქციების ახალ პაკეტში შეიყვანა ხომალდი SILVAR, რომელიც წლის დასაწყისში საქართველოს პორტში იმყოფებოდა
„საქართველოს ბანკის“ წარმომადგენელმა NextGen Payments & RegTech Forum-ზე გამოცდილება გააზიარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics