16:27 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-31 16:25:50, 999 ნახვა

ომი უკრაინაში
ფინეთმა უკრაინას თითქმის 200 მილიონი ევროს დახმარების ახალი პაკეტი გამოუყო

ფინეთის პრეზიდენტმა ალექსანდრე სტუბმა დაამტკიცა გადაწყვეტილება, რომელიც თითქმის 200 მილიონი ევროს მოცულობის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის გამოყოფას ითვალისწინებს. ამის შესახებ ქვეყნის ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა ანტი ჰიაკკიანენმა განაცხადა.

"ჩვენ ზუსტად ისეთ მხარდაჭერას აღმოვუჩენთ, რომელიც უკრაინას ფრონტზე მწვავე სიტუაციაში თავის დაცვაში დაეხმარება. ჩვენზე, ევროპელებზეა დამოკიდებული, თუ როგორ განვითარდება უსაფრთხოება ევროპაში. უკრაინის დამოუკიდებლობისა და თავდაცვისუნარიანობის უზრუნველყოფა ახლა მთელი ამ საქმის არსებითი ნაწილია",-განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

ცნობილია, რომ ეს უკვე ფინეთის მიერ უკრაინისთვის გადაცემული სამხედრო ტექნიკის 27-ე პარტიაა. ამ პარტიის ფარგლებში ფინეთის მიერ გამოყოფილი აღჭურვილობის ღირებულება დაახლოებით 198 მილიონ ევროდ არის შეფასებული.

მთლიანობაში კი ნატოს წევრმა ფინეთმა რუსეთთან ომში მყოფ უკრაინას 2.5 მილიარდი ევროს სამხედრო ტექნიკა და აღჭურვილობა გადასცა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საფრანგეთში ექვს ქართველს შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა პრესტიჟული ფრანგული ბიბლიოთეკებიდან რუსული ლიტერატურული კლასიკის იშვიათი გამოცემების მოპარვისთვის
13 ივნისს დაღუპულთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდი ჩატარდა
კახა კალაძე უვიზო მიმოსვლის საკითხზე: კატეგორიულად მიუღებელია ამ საკითხით ქართველი ერის შანტაჟი
კალაძე: პოლიციის მხრიდან ნებისმიერ გადაცდომას ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics