01:20 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-07 12:50:55, 426 ნახვა

პოლიტიკა
ბაჩო კიკაბიძე: „მაესტროს“ და ლევან გაჩეჩილაძის დაქორწინების პროცესს ხელს მთავრობა უწყობს

"მიმდინარეობს „სტუდია მაესტრო“ს და ლევან გაჩეჩილაძის ძალით დაქორწინების პროცესი, რასაც ძალიან უწყობს ხელს მთავრობა“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ტელეკომპანია „მაესტროს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ბაჩო კიკაბიძემ განუცხადა.

მისივე შეფასებით, ამ პროცესში უკვე ღიად ჩაერთო სასამართლოც.

კიკაბიძეს მიაჩნია, რომ დღეს საჯარო რეესტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ლევან გაჩეჩილაძე „მაესტროს“ გენერალურ დირექტორი გახდა, უკანონოა.

"მიმდინარეობს სტუდია მაესტროს და ლევან გაჩეჩილაძის ძალით დაქორწინების პროცესი, რასაც ძალიან უწყობს ხელს მთავრობა. როგორც ჩანს, უკვე სასამართლოც ჩაერია, რომ რამენაირად მოხდეს ეს. მაგრამ, ეს ის შემთხვევაა, როდესაც არცერთ მხარეს არ უნდა ერთმანეთის ცოლად მოყვანა," - განაცხადა ბაჩო კიკაბიძემ.

ცნობისთვის, ლევან გაჩეჩილაძე საჯარო რეესტრმა „სტუდია მაესტროს“ დირექტორად დაარეგისტრირა. ამ გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია დღეს დილით გავრცელდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics