14:24 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-29 13:38:51, 408 ნახვა

საზოგადოება
მიხეილ მესხის სტადიონზე ირაკლი კობახიძის მისვლას, მედიის წარმომადგენლების პროტესტი მოჰყვა

მიხეილ მესხის სტადიონზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მისვლას, მედიის წარმომადგენლების პროტესტი მოჰყვა.

ისინი გამოცემა „ბათუმელების" დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს სოლიდარობას უცხადებენ და მის დაკავებას აპროტესტებენ.

"არ შემოგვიშვეს, დაცვამ მოასწრო, კობახიძე შეაპარეს. ვიცოდით, რომ დღეს კობახიძე აქ მოდიოდა, მოვასწარით მოსვლა, მაგრამ შავი "ჯიპებით" შემოგვასწრეს შემოსვლა, დაცვის კოჰორტა მოჰყვებოდა. კარები ჩარაზეს, უკან დაცვით და პოლიციით არის გარშემორტყმული. აქ იმიტომ ვართ, რომ ველოდებით მზია ამაღლობელის პატიმრობიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. ის უკვე 18 დღეა შიმშილობს. მის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. ვითხოვთ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, რადგან ის არის უკანონო პოლიტიკური პატიმარი. თავისუფლება მზიას, თავისუფლება სინდისის პატიმრებს. ჩვენ მანამდე ვიბრძოლებთ, სანამ სინდისის პატიმრები არ გათავისუფლდებიან", -განაცხადა გელა მთივლიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ემანუელ მაკრონმა ვოლოდიმირ ზელენსკის მასსა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრის ორგანიზება შესთავაზა
საქართველოს რკინიგზის ყოფილი ხელმძღვანელი დავით ფერაძე დააკავეს
საელჩო: დიდმა ბრიტანეთმა სანქციების ახალ პაკეტში შეიყვანა ხომალდი SILVAR, რომელიც წლის დასაწყისში საქართველოს პორტში იმყოფებოდა
„საქართველოს ბანკის“ წარმომადგენელმა NextGen Payments & RegTech Forum-ზე გამოცდილება გააზიარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics