06:26 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-28 16:50:05, 416 ნახვა

პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი - სალომე ზურაბიშვილი, ალბათ, კმაყოფილი იქნება, თუკი დიდი ბომბი ჩამოვარდება საქართველოში

„სალომე ზურაბიშვილი კმაყოფილი იქნება ალბათ, თუკი დიდი ბომბი ჩამოვარდება საქართველოში და ეს ქვეყანა აღარ იარსებებს“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა, რითაც უპასუხა საქართველოს მე-5 პრეზიდენტის განცხადებას, რომელიც დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებას ეხებოდა.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი არის რიგითი რადიკალი ოპოზიციონერი და ასრულებს დავალებებს, რომელსაც ის „გლობალური ომის პარტიისგან“ (ასევე „დიფსთეიტი“) იღებს.

 

„სალომე ზურაბიშვილი კმაყოფილი იქნებოდა ალბათ, თუკი დიდი ბომბი ჩამოვარდა საქართველოში და ქვეყანა აღარ იარსებოდა. ყოველ შემთხვევაში, მისი ყველა ნაბიჯი სწორედ ამისკენ მიუთითებს, რადგან ის, როგორც ჩანს, არასწორად მიიჩნევს ქართული სახელმწიფოს გაძლიერებასა და სუვერენიტეტს. იგი ჩვეულებრივი რადიკალი ოპოზიციონერია და ახორციელებს დავალებებს, რომლებიც მას 'გლობალური ომის პარტიისგან' აქვს. მას დიდხანს აღარ მოუწევს შეშფოთება ან სიხარული, რადგან ვიმედოვნებთ, რომ ამერიკული პოლიტიკის ეფექტი, მათ შორის ევროპაზეც, მისასალმებელი იქნება და ყველა გაიგებს, რომ ქვეყნის სუვერენიტეტის გაძლიერება არ ეწინააღმდეგება ევროპულ ინტეგრაციას და დემოკრატიულ განვითარებას. ამგვარად, სალომე ზურაბიშვილისთვის ნათელი და ცხადი გახდება, რომ მისი ანტიქართული საქმიანობა დასრულებულია“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილება დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების შესახებ, ნაწილობრივ უჩვეულოა „უცხოური აგენტების რეაგირების“ მიზნით.

„დაივიწყეთ ძველი კანონები, მოითხოვეთ ახალი არჩევნები“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics