15:55 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-28 14:03:00, 471 ნახვა

სამართალი
მოსამართლემ საბა სხვიტარიძე პატიმრობაში დატოვა

მოსამართლე ნატო ხუჯაძემ საბა სხვიტარიძე პატიმრობაში დატოვა. დღევანდელ პროცესზე აღკვეთი ღონისძიების გადასინჯვაზე იმსჯელეს. 

რეჟიმი მას პოლიციელ მირიან ქავთარაძეზე თავდასხმას ედავება.

სხვიტარიძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფას სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით გულისხმობს.

აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„სასამართლოს ყოველი უსამართლო გადაწყვეტილებით საქართველოს და ქართველი ხალხის დემოკრატიულ მომავალს უქმნით საფრთხეს. ძირს უთხრით ევროპულ მომავალს და მიგვაქანებთ რუსეთში, ირანსა და ჩინეთში. როგორ შეიძლება, ასობით, შეიძლება ათასობით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე და სისხლის სამართლის 53 საქმეზე ყოველთვის პროკურატურა იყოს მართალი, ერთხელ მაინც არ შეცდეს და ერთი მოქალაქე მაინც არ გამართლდეს. რანაირი პრაქტიკაა ეს. ღმერთზე მართლები როგორ არიან ეს პროკურორები. ეს არის დიქტატურა, ეს არის უსამართლობა. [...] დღეს შეიძლება მე დამაკავეს, მაგრამ ყველას ვერ დაგვიჭერთ. ქართველი ხალხი არ დათმობს ევროპულ მომავალს, ქართველი ხალხი არ დაიჩოქებს პოლიციური რუსული რეჟიმის წინაშე. მოვა დრო და როცა გამოუყენებლები იქნებით, რეჟიმი თქვენც მოგიშორებთ. თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს, თავისუფლება მზიას". - განაცხადა საბა სხვიტარიძემ სასამართლო პროცესზე.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შსს-ს ახალი სამმართველოს საჩივრის საფუძველზე, ნიკა გვარამიას შეურაცხყოფის ფაქტზე, მოქალაქეს 2000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა
პაპუაშვილი: ახია საფრანგეთზე! როდესაც სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ერევი, მზად უნდა იყო იმისთვის, რომ შენც ასევე მოგეპყრობიან
მსოფლიო რაგბის მომავალი საქართველოში იკრიბება - 27 ივნისიდან ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი იწყება
ემანუელ მაკრონმა ვოლოდიმირ ზელენსკის მასსა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრის ორგანიზება შესთავაზა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics