14:48 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-27 21:31:39, 683 ნახვა

მსოფლიო
კაია კალასი - დღეს ვიმსჯელეთ, თუ კიდევ რა შეგვიძლია გავაკეთოთ, რომ საქართველოს მთავრობას გავუგზავნოთ სიგნალები, რომ ეს ევროპული კურსის კუთხით სწორი მიმართულება არ არის

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა, ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველოს დიპლომატიური პასპორტის მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების გადაწყვეტილება ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა მიიღეს. მისი თქმით, ახლა ეს გადაწყვეტილება შიდა წესებში თავად უნდა დანერგონ.  

კალასმა ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება საქართველოში განვითარებულ მოვლენებს და განიხილავს დამატებით ნაბიჯებს საქართველოს მთავრობასთან სიგნალების გასაგზავნად, რათა ხაზგასმით აღინიშნოს, რომ ეს არ არის სწორი მიმართულება ევროპული კურსის კუთხით.  

„რა თქმა უნდა, ჩვენ საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ყურადღებით ვაკვირდებით და ამას დიდი შეშფოთებით ვუყურებთ. ამის შესახებ დღეს ვიმსჯელეთ, თუ კიდევ რა შეგვიძლია გავაკეთოთ, რომ საქართველოს მთავრობას გავუგზავნოთ სიგნალები, რომ ეს ევროპული კურსის კუთხით სწორი მიმართულება არ არის და არის რაღაცები, რაც შეგვიძლია კიდევ განვიხილოთ. რაც შეეხება (დიპლომატებისთვის) ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას, ეს გადაწყვეტილება წევრმა ქვეყნებმა დღეს მიიღეს და ახლა შიდა წესებში ეს წევრებმა თავად უნდა დანერგონ. ამ კუთხით ევროპა ასე მუშაობს“, - განაცხადა კაია კალასმა.

შეგახსენებთ, რომ 16 დეკემბერს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მიიღეს გადაწყვეტილება საქართველოს დიპლომატიური პასპორტის მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების შესახებ.  





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ევროპაში საბრძოლო ველზე სუპერტანკი წარადგინეს, რომელიც რობოტული კოშკურითა და დრონებითაა აღჭურვილი .
ვენსი შვეიცარიაში ირანთან მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა
მზია ამაღლობელი - ელენე ხოშტარიას მდგომარეობის დაიგნორება გაუჭირდებათ - მინდა მას ვუთხრა, რომ მარტო არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics