14:48 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-27 20:38:58, 641 ნახვა

მსოფლიო
იულიან ბულაიმ - მსურს ორი მოწოდება გავაკეთო; პირველი 53 პოლიტ პატიმრის გათავისუფლება, მეორე ახალი არჩევნების ჩატარებისთვის მუშაობისკენ

PACE-ის დელეგაციის ხელმძღვანელი იულიან ბულაიმ სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე განაცხადა, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ განვითარებული მოვლენები არჩევნების ლეგიტიმურობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.

 

„საქართველოში არჩევნების შემდგომი მდგომარეობა შემაშფოთებელია. ქვეყანა ავტოკრატიისკენ მიიწევს, არჩევნების შემდეგ ვითარება არ უმჯობესდება. მსურს ეს შესაძლებლობა გამოვიყენო და ორი მოწოდება გავაკეთო: პირველი, 53 პოლიტპატიმრის გათავისუფლება. ერთი მათგანი, ჟურნალისტი, უკვე 16 დღეა შიმშილობს. მეორე, ყველაფერი, რაც არჩევნების შემდეგ მოხდა, ამ არჩევნების ლეგიტიმურობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს და საშუალებას აძლევს ამ ასამბლეას, საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდოს ყველა მხარესთან დიალოგში ჩართვისა და ახალი არჩევნების ჩატარებისთვის მუშაობისკენ. ეს მნიშვნელოვანია, რათა ხელისუფლებას მმართველობისთვის მეტი ლეგიტიმაცია ჰქონდეს და პარლამენტმა სრულფასოვნად ფუნქციონირება შეძლოს. ასევე, აუცილებელია, რომ როგორც ოპოზიციის, ისე ხელისუფლების წარმომადგენლები აქ, ამ ასამბლეაზე, წარმოდგენილი იყვნენ“, – განაცხადა იულიან ბულაიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ევროპაში საბრძოლო ველზე სუპერტანკი წარადგინეს, რომელიც რობოტული კოშკურითა და დრონებითაა აღჭურვილი .
ვენსი შვეიცარიაში ირანთან მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა
მზია ამაღლობელი - ელენე ხოშტარიას მდგომარეობის დაიგნორება გაუჭირდებათ - მინდა მას ვუთხრა, რომ მარტო არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics