14:57 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-26 10:20:04, 812 ნახვა

მსოფლიო
ტრამპს სურს ხალხი ღაზას სექტორიდან არაბულ ქვეყნებში გაიყვანოს

აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს სურს, რომ ეგვიპტემ, იორდანიამ და სხვა არაბულმა ქვეყნებმა ღაზას სექტორიდან მიიღონ მეტი პალესტინელი ლტოლვილი .  - ამის შესახებ,  პრეზიდენტმა ტრამპმა Air Force One-ის ბორტზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, პოტენციურად, არაბულმა ქვეყნებმა ღაზას სექტორიდან შესაძლოა იმდენი პალესტინელი გაიყვანოს, რომ, აღდგეს წესრიგი“ ომის შედეგად განადგურებულ ტერიტორიაზე, იუწყება AP.

ამერიკელი ლიდერის თქმით, ეს პერსპექტივა მან უკვე განიხილა იორდანიის მეფე აბდულა II-სთან სატელეფონო საუბრისას, ხოლო 26 იანვარს გეგმავს ამ თემაზე განიხილოს ეგვიპტის პრეზიდენტ აბდელ ფატაჰ ელ-სისისთანაც. "მე ვისურვებდი, რომ ეგვიპტემ მიიღოს ხალხი, - განმარტა ტრამპმა, - ჩვენ ვსაუბრობთ შესაძლოა 1,5 მილიონ ადამიანზე..'' .

ამასთან, მან შეაქო იორდანიის მეფე იმის გამო, რომ მისმა ქვეყანამ უკვე მიიღო მრავალი პალესტინელი ლტოლვილი.

"რაღაც უნდა მოხდეს მაგრამ ახლა ეს ფაქტიურად განადგურების ადგილია. თითქმის ყველაფერი განადგურებულია და იქ ხალხი იხოცება". ამერიკის პრეზიდენტის თქმით, ამ სიტუაციაში მას ურჩევნია ითანამშრომლოს ზოგიერთ არაბულ ქვეყანასთან, რათა ააშენოს საცხოვრებელი სახლები პალესტინელი ლტოლვილებისთვის ღაზას სექტორის გარეთ, "სადაც ისინი იქნებიან მშვიდობიანად".

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ევროპაში საბრძოლო ველზე სუპერტანკი წარადგინეს, რომელიც რობოტული კოშკურითა და დრონებითაა აღჭურვილი .
ვენსი შვეიცარიაში ირანთან მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა
მზია ამაღლობელი - ელენე ხოშტარიას მდგომარეობის დაიგნორება გაუჭირდებათ - მინდა მას ვუთხრა, რომ მარტო არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics