12:47 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-23 11:52:39, 497 ნახვა

პოლიტიკა
ბრიტანეთის ელჩი - ჩვენ გვინდა, ვიხილოთ, რომ მშვიდობიანი პროტესტის უფლება და გამოხატვის თავისუფლება საქართველოში დაცული იყოს

ჩვენ გვინდა, ვიხილოთ, რომ მშვიდობიანი პროტესტის უფლება და გამოხატვის თავისუფლება იყოს დაცული საქართველოში, ეს არის სანქციების მიზანი, მე არ გავაკეთებ კომენტარს მომავალ სანქციებზე, – ამის შესახებ საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩმა, გარეტ უორდმა განაცხადა.

ელჩს კითხვა დაუსვეს, ბიძინა ივანიშვილის მიმართ სანქციების შესაძლო დაწესებაზე.

„ჩვენ არ ვაკეთებთ წინასწარ კომენტარს სანქციებთან დაკავშირებით, თქვენ იცით, რაც უკვე გააკეთა გაერთიანებულმა სამეფომ, გამოაცხადა სანქციები რამდენიმე ქართველი მაღალჩინოსნის წინააღმდეგ ადამიანის უფლებების დარღვევებთან დაკავშირებით. ჩვენ გვინდა, ვიხილოთ, რომ მშვიდობიანი პროტესტის უფლება და გამოხატვის თავისუფლება იყოს დაცული საქართველოში. ეს არის ამ სანქციების მიზანი. მე არ გავაკეთებ კომენტარს მომავალ სანქციებზე“, – განაცხადა ელჩმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე დააკავეს
NGO-ები: წლებია, წამებას და არასათანადო მოპყრობას სახელმწიფო პოლიტიკურ იარაღად იყენებს
საია-ში განმარტავენ, რას ეხება მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგში წარდგენილი მე-4 სარჩელი
ყალბი რეკლამით მოქალაქეებს ბინების მშენებლობა-რემონტს სთავაზობდნენ, მიისაკუთრეს 242 000 ლარი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics