12:47 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-23 08:10:43, 530 ნახვა

პოლიტიკა
ჯინ შაჰინი - მოხარული ვარ კაპიტოლიუმში სალომე ზურაბიშვილის მიღებით

მოხარული ვარ კაპიტოლიუმში სალომე ზურაბიშვილის მიღებით საქართველოში არსებული კრიზისის ორპარტიული განხილვისთვის, - ამის შესახებ ამერიკელი სენატორი, ჯინ შაჰინი (დემოკრატიული პარტია) X-ის პლატფორმაზე წერს.

“მოხარული ვარ კაპიტოლიუმში სალომე ზურაბიშვილის მიღებით საქართველოში არსებული კრიზისის ორპარტიული განხილვისთვის. შევთანხმდით, რომ დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობა მიუღებელია. მივესალმები ქართველი ხალხის სწრაფვას უფრო დემოკრატიული მომავლისთვის“, - განაცხადა შაჰინმა.

თავის განცხადებას შაჰინი თან ურთავს ფოტოსურათს, რომელზეც, მის გარდა, გამოსახული არიან საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი და სენატორი როჯერ უიკერი (რესპუბლიკური პარტია).





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე დააკავეს
NGO-ები: წლებია, წამებას და არასათანადო მოპყრობას სახელმწიფო პოლიტიკურ იარაღად იყენებს
საია-ში განმარტავენ, რას ეხება მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგში წარდგენილი მე-4 სარჩელი
ყალბი რეკლამით მოქალაქეებს ბინების მშენებლობა-რემონტს სთავაზობდნენ, მიისაკუთრეს 242 000 ლარი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics