21:15 - 17 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-16 17:09:55, 1397 ნახვა

რეგიონი
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ცესკო თურქეთის ქალაქ საქარიაში უბნის გახსნას აპირებს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის მისაცემად თურქეთის ქალაქ საქარიაში საარჩევნო უბნის გახსნა იგეგმება, გადაწყვეტილება ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიიღო.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. არჩევნებისთვის უბნები ადრე სტამბოლშიც გახსნილა, თუმცა მათ მუშაობას გარკვეული პრობლემები ახლდა.

ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, დმიტრი მარშანის სიტყვებით, უბნის საქარიაში და არა სტამბოლში გახსნის გადაწყვეტილება მიიღეს იმისთვის, რომ „ორგანოების ყურადღება არ მიიპყრონ“. დე ფაქტო უწყებამ ამ საკითხზე კონსულტაცია გაიარა თურქეთში „აფხაზეთის უფლებამოსილ წარმომადგენელთან“ იბრაჰიმ ავიძბასთან.

უბნები 15 თებერვლის "არჩევნებისთვის" ასევე გაიხსნება მოსკოვსა და ყარაჩაი-ჩერქეზეთის დედაქალაქ ჩერკესკში. ყაბარდო-ბალყარეთში უბნის გახსნის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

გარდა ამისა, დღეს ე.წ. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ "პრეზიდენტობის" კანდიდატად დაარეგისტრირა კომერციული ბანკის, „შავი ზღვის განვითარების ბანკის“ თავმჯდომარე ადგურ ხურხუმალი, რის შემდეგაც კანდიდატების რაოდენობა ხუთამდე გაიზარდა. ოკუპირებული აფხაზეთის ლიდერის პოსტისთვის იბრძვიან ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ბადრა გუნბა, რუსეთის ფედერაციაში ყოფილი სავაჭრო წარმომადგენელი ოლეგ ბარციცი, ეკონომიკის ყოფილი "მინისტრი" და ოპოზიციური „აფხაზთა სახალხო მოძრაობის“ ლიდერი ადგურ არძინბა, ასევე "კონტროლის პალატის" ყოფილი ხელმძღვანელი რობერტ არშბა.

საქართველო და ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებად მიიჩნევენ. მათ "დამოუკიდებლობას" ცნობენ მხოლოდ რუსეთი, ნიკარაგუა, ვენესუელა, სირია და ნაურუ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics