01:38 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-14 14:31:49, 336 ნახვა

პოლიტიკა
მარტა კოსი - ვაგრძელებთ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერას საქართველოში

საქართველოში ვითარება არის ნათელი შეხსენება, რომ ევროკავშირის წევრობისკენ გზა არ არის მარტივი და რომ უკუსვლა შეიძლება მოხდეს და ის ხდება, – ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, „ღრმა მწუხარებას გამოთქვამს იმის გამო, რომ ხელისუფლება განაგრძობს ევროინტეგრაციისგან დაშორებას“.

„ქართველი ხალხის მიერ ევროინტეგრაციის არჩევანი არის საკონსტიტუციო ვალდებულებით გაწერილი და ისინი ყოველ ღამე გამოდიან ქუჩაში, რადგან მათ ნათლად სურთ ამის შენარჩუნება. ხელისუფლების ქმედებები მშვიდობიანი დემონსტრანტების, ოპოზიციის წარმომადგენლების, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და ჟურნალისტებს წინააღმდეგ, აბსოლუტურად მიუღებელია. ევროკომისიამ უკვე შეაჩერა 100 მილიონ ევროზე მეტი ოდენობის დაფინანსება, რომელიც უშუალოდ საქართველოს ხელისუფლების სასარგებლოდ იყო განკუთვნილი და განიხილავს დამატებით გადამისამართებას. ჩვენ ასევე გამოვედით ინიციატივით, ნაწილობრივ შევაჩეროთ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ვიზალიბერალიზაციის შეთანხმება, რათა დავაწესოთ სავიზო მოთხოვნები საქართველოს მიერ გაცემული დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის. ევროკავშირის წევრი ქვეყნები აღნიშნულ ინიციატივას იანვრის ბოლოსთვის უყრიან კენჭს“, – განაცხადა მარტა კოსმა.

მარტა კოსმა ასევე აღნიშნა, რომ „აგრძელებენ საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერას“.

„ამავე დროს, ჩვენ ვაგრძელებთ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერას საქართველოში. 8,5 მილიონი ევრო უკვე გადამისამართდა მათთვის. ასევე მზად ვართ, გადავამისამართოთ დამატებით 7 მილიონი ევრო კომუნიკაციის საქმიანობისთვის და უნდა გავაძლიეროთ რეაგირება დეზინფორმაციაზე, რომელსაც „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობა ავრცელებს“, – განაცხადა მარტა კოსმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics