|
2025-01-13 14:06:37, 415 ნახვა
პოლიტიკა
სოფო ჯაფარიძე - „ქართული ოცნება“ დგას მხოლოდ შიშზე და მისგან ნაკარნახევ ძალადობაზე
„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა, სოფო ჯაფარიძემ, ლევან სანიკიძემ და იგორ ნარმანიამ რესტორან „ბაბილოსთან“ ენმ-ის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრების დაკავებასთან დაკავშირებით დიღმის იზოლატორთან დღეს ბრიფინგი გამართეს. როგორც სოფო ჯაფარიძემ განაცხადა, დღეს „ქართული ოცნება“ დგას მხოლოდ შიშზე და მისგან ნაკარნახევ ძალადობაზე. „ბიძინა ივანიშვილის უმთავრესი საყრდენი დღეს არის სწორედ ეს უსამართლო, დასანქცირებული მოსამართლეები, რომლებიც 19-20 წლის თავისუფლებისთვის მებრძოლ, სამშობლოზე უზომოდ შეყვარებულ პატრიოტ ახალგაზრდებს თვალის დაუხამხამებლად უშვებს საპატიმროებში. მინდა, კარგად ახსოვდეს ყველას, რომ ეს უსამართლობა, ძალიან მალე დასრულდება. გუშინ სწორედ მათ წინააღმდეგ მიმართულ მშვიდობიან აქციაზე დააკავეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები სხვა პატრიოტ თანამბრძოლებთან ერთად. ჩვენ მოვითხოვთ იმ ადამიანების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, რომლებიც სრულიად უკანონოდ დააპატიმრეს. არავითარი კანონდარღვევა არ ყოფილა გუშინ მათი მხრიდან. მართლა სასაცილოა უკანონობაზე და კანონდარღვევაზე საუბარი იმ ე.წ. ხელისუფლების მხრიდან, რომელიც არ არის აღიარებული არავისგან, არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ. ბიჭებო, თქვენ გვერდით ვდგავართ, იყავით მაგრად. ეს უკანონობა ძალიან მალე დასრულდება. ჩვენს ქვეყანაში სამართალი იზეიმებს და ერთად ვიბრძოლებთ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის“, – განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)