15:07 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-27 17:55:08, 383 ნახვა

პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი - „ჩვენ არ გვაქვს არცერთი დამოუკიდებელი ინსტიტუცია პრეზიდენტის გარდა“

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის განცხადებით ქვეყანაში ერთადერთი დამოუკიდებელი ინსტიტუცია სწორედ პრეზიდენტია. მისივე თქმით თუ 29 დეკემბერს ყაველაშვილი გახდება პრეზიდენტი, ეს არ ჩაითვლება, რომ რუსეთმა  მოიგო.

„ჩვენ არ გვაქვს არცერთი დამოუკიდებელი ინსტიტუცია პრეზიდენტის გარდა. მათ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება. საერთაშორისო დამკვირვებლები არ იღებენ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, ქვეყნებმა უნდა გადაწყვიტონ - ლეგიტიმურად მიიჩნევენ თუ არალეგიტიმურად მიიჩნევენ. თუ რუსეთი აღმოაჩენს, რომ მისი სტრატეგია საქართველოში წარმატებულია, მე გპირდებით, რომ ისინი უფრო მეტს გააკეთებენ ევროკავშირის ქვეყნებში შემდეგ. თუ 29 დეკემბერს ყაველაშვილი გახდება პრეზიდენტი, ეს არ ჩაითვლება, რომ რუსეთმა მოიგო, რადგან ყველაფერი არ დასრულებულა.

ქართველი ხალხი ქუჩაშია, ის მეტად დემოკრატიულია ვიდრე პოლიტიკური ელიტა. ეს საზოგადოება დემოკრატიულ სახელმწიფოში დაიბადა და გაიზარდა. ეს ხალხი არ აპირებს მიიღოს ეს რეალობა. ეს ბრძოლა არ დასრულებულა. რუსეთი არის იმაზე სუსტი, ვიდრე ამას ევროპელები ფიქრობენ", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიტანულ პოდკასტ Rest Is Politics-თან ინტერვიუში განაცხადა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
ყირიმში მასშტაბური ტყის ხანძარი გაჩნდა
სიკორსკიმ გააკრიტიკა პოლონეთის რეაქცია „თეთრი არწივის ორდენის“ სკანდალზე
გახარია - ქვეყანაში ოპოზიციაში ყოფნა დღეს ფიზიკური უსაფრთხოების რისკს უკავშირდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics