15:07 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-26 12:34:18, 482 ნახვა

პოლიტიკა
პაპუაშვილი - პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონია 29 დეკემბერს, 11:00 საათზე დაიწყება და დაახლოებით, 40 წუთს გაგრძელდება

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონია 29 დეკემბერს, 11:00 საათზე დაიწყება და დაახლოებით, 40 წუთს გაგრძელდება.

პაპუაშვილის თქმით, ცერემონია პარლამენტის სხდომათა დარბაზში გაიმართება.

„კვირას, 29 დეკემბერს გაიმართება საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონია. სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ კანონის შესაბამისად, ცერემონია იმართება პარლამენტის სასახლეში, კერძოდ სხდომათა დარბაზში. ცერემონია დაიწყება 11:00 საათზე და მისი ხანგრძლივობა, დაახლოებით, 40 წუთი იქნება. ცერემონიაზე დასასწრებად და მონაწილეობის მისაღებად მოწვეული არიან პრეზიდენტის საარჩევნო კოლეგიის წევრები, რომელშიც შედიან პარლამენტის წევრები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და ასევე აჭარისა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები, საქართველოს მთავრობა, კონსტიტუციური ორგანოები, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები.

იცით, რომ გავავრცელეთ განცხადება ცერემონიის გაშუქებასთან დაკავშირებით. მედიას განსაკუთრებით ვთხოვ, რომ ყურადღება მიაქციოს, 29 დეკემბრისთვის იქნება სპეციალური აკრედიტაციები გაცემული. ვისაც აქვს სურვილი, გააშუქოს ეს ღონისძიება, მიმართოს საქართველოს პარლამენტის პრესცენტრს. ჟურნალისტებისთვის მოწყობილი იქნება მედიასივრცე „ბე“ კორპუსის ნულ სართულზე რუსთაველის დარბაზში, სადაც შესაძლებლობა გექნებათ, ეკრანზე ადევნოთ თვალ-ყური ინაუგურაციის ცერემონიას. ასევე ჩაწეროთ რესპონდენტები, თავად ინაუგურაციის პროცესის გადაღება უზრუნველყოფილი იქნება პარლამენტის მიერ და ასევე სიგნალი პირდაპირ ეთერისთვის მიეწოდება ყველა მედიასაშუალებას“,- განაცხადა პაპუაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
ყირიმში მასშტაბური ტყის ხანძარი გაჩნდა
სიკორსკიმ გააკრიტიკა პოლონეთის რეაქცია „თეთრი არწივის ორდენის“ სკანდალზე
გახარია - ქვეყანაში ოპოზიციაში ყოფნა დღეს ფიზიკური უსაფრთხოების რისკს უკავშირდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics