00:49 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-18 17:50:15, 438 ნახვა

პოლიტიკა
ალენ ბერსე აცხადებს, რომ საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ბიძინა ივანიშვილს შეხვდება

ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანი ალენ ბერსე საქართველოში საკუთარი ვიზიტის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

ბერსეს განცხადებით, ხვალ ის ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოებასთან შეხვედრებს გამართავს.

„ამ დილით თავდაპირველად შევხვდი სამოქალაქო საზოგადოებას, შემდეგ პრემიერ-მინისტრ კობახიძეს და შალვა პაპუაშვილს. მოუთმენლად ველოდები აზრების გაცვლას საქართველოს ომბუდსმენთან, ბიძინა ივანიშვილთან და საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლებთან. ხვალ მთელი დღე მექნება შეხვედრები ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან“,- წერს ბერსე.

შეგახსენებთ, დღეს 18 დეკემბერს ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანი ალენ ბერსე ვიზიტით საქართველოს ესტუმრა. ბერსე საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს უკვე შეხვდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics