|
2024-12-17 23:54:15, 553 ნახვა
პოლიტიკა
იტალიის საგარეო - იტალიამ კაია კალასის მიერ შეთავაზებულ ზომებს, მათ შორის სანქციების წინადადებას, მხარი დაუჭირა
იტალიამ მხარი დაუჭირა კაია კალასის მიერ შეთავაზებულ ზომებს, მათ შორის სანქციების წინადადებას,- ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, იტალიამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ევროკავშირი ქართველი ხალხის გვერდით უნდა დარჩეს.
შეგახსენებთ, დღეს, 17 დეკემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მადლობა გადაუხადა 5 ქვეყანას, რომლებმაც მისი თქმით, „ქართველი ხალხის მხარდამჭერი პოზიცია დააფიქსირეს ევროკავშირის საბჭოზე“. „ესენი არიან: უნგრეთი, სლოვაკეთი, იტალია, ესპანეთი და რუმინეთი. მათ დაიცვეს ქართველი ხალხის ინტერესები ევროკავშირის საბჭოზე“,- განაცხადა კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე. დღესვე, განცხადება გაავრცელა რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და „ევროკავშირის დონეზე გამართული შიდა დისკუსიების არაზუსტად წარმოჩენის არჩევანის“ გამო, იმედგაცრუება გამოხატა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)