22:54 - 17 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-14 12:23:29, 1392 ნახვა

მსოფლიო
სააკაშვილი: კიევმა ვაშინგტონთან თავდაცვითი შეიარაღების მისაღებად მუშაობა უნდა გააგრძელოს

„კიევმა ვაშინგტონთან თავდაცვითი შეიარაღების მისაღებად მუშაობა უნდა გააგრძელოს“, - აღნიშნული განცხადება საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინაში "რეფორმების საერთაშორისო საბჭოს" თავმჯდომარედ დანიშვნის შემდეგ გააკეთა.  

როგორც სააკაშვილმა გადაცემა "შუსტერ ლაივში" საუბრისას განაცხადა, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი არ გაჩერდება და ამისთვის სამუშაოებია საჭირო.

"როგორც კი ობამამ და ამერიკელებმა თქვეს, რომ მზად არიან, უკრაინას იარაღი მიაწოდონ, პუტინს მაშინვე გაახსენდა ავღანეთის ომი. ახსენდება დაბალი ფასები ნავთობზე და ამერიკული რაკეტები, რომლებმაც რეალურად შეცვალა ავღანეთის ომის ლოგიკა. შედეგად საბჭოთა კავშირი, რომელიც გაცილებით უფრო ძლიერი სახელმწიფო იყო, ვიდრე ახლა რუსეთია, ამ ომში დამარცხდა. ახლა პუტინს დეჟავუ ჰქონდა. წარმოიდგინეთ სიტუაცია, რომ რუსულ ტანკებს ამერიკული რაკეტებით ანადგურებენ. რუსეთისთვის ეს ფსიქოლოგიური კატასტროფაა. ამიტომაც პუტინი წავიდა მოლაპარაკებაზე იმ იმედით, რომ მოახერხებდა დასავლეთის გასულელებას. სამიტის შემდეგ გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა, რას იტყოდა ვაშინგტონი და იქ განაცხადეს, რომ ჩვენ მაინც გავაგრძელებთ მუშაობას უკრაინის შეიარაღებაზეო. ჩვენ ყველამ ერთად ამ მიმართულებით უნდა ვიმუშაოთ. ყველასთვის გასაგებია, რომ პუტინი არ გაჩერდება. მაგრამ პუტინმაც იცის უკვე, რომ, როდესაც შემდეგ შეტევაზე წავა, ეს უკვე აღარ იქნება რუსეთ–უკრაინის ომი. ეს იქნება მისი ომი მთელს დასავლეთთან და აქ ის ვეღარ გაიმარჯვებს. ჩვენ ზავის ყოველი დღე უნდა გამოვიყენოთ და მოვიგოთ მშვიდობა. დღე და ღამე არ უნდა დავიძინოთ და გავაძლიეროთ ქვეყნის არმია და ეკონომიკა, რაშიც დაგეგმილი რეფორმები დაგვეხმარება", - განაცხადა სააკაშვილმა.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველთა საბჭოს ჩამოყალიბებისა და მის თავმჯდომარედ საქართველოს ექსპრეზიდენტის დანიშვნის შესახებ ბრძანებას პეტრო პოროშენკომ ხელი გუშინ მოაწერა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics