17:10 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-11 18:05:26, 470 ნახვა

საზოგადოება
„კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“ - ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო, მივიღეთ გადაწყვეტილება, საახალწლო ქარავანი გავაუქმოთ

ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ყველასთვის საყვარელი და ახალი წლის განუყოფელი ნაწილი, საახალწლო ქარავანი, წელს გავაუქმოთ,- ამის შესახებ განცხადებას „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია" ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია" სოლიდარობას უცხადებს ყველა იმ ადამიანს, ვინც დაუღალავად და უშიშრად დგას ქვეყნის ევროპული მომავლის სადარაჯოზე".

„კოკა-კოლა" მსოფლიო მნიშვნელობის ბრენდია, დასავლური ღირებულეგებისა და იდეალების ერთგული. დღიდან დაარსებისა, ისწრაფვის, გააუმჯობესოს საზოგადოების ცხოვრება, ახალგაზრდებს მისცეს მოტივაცია და რწმენა, რომ სწორედ ისინი ქმნიან ქვეყნის მომავალს. 

დღეს ამ მომავლის ერთადერთ გზად, ჩვენი ქვეყნის ევროპულ ოჯახში ყოფნას მივიჩნევთ. „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“ სოლიდარობას უცხადებს ყველა იმ ადამიანს, ვინც დაუღალავად და უშიშრად დგას ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის სადარაჯოზე. 

მსოფლიოს სჭირდება მეტი სანტა ამ გზავნილით, „კოკა-კოლა“ ადამიანებს არწმუნებს, რომ ახალი წლის ჯადოსნური დღესასწაულის მთავარი სიმბოლო და გმირები თავად არიან. 

ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ყველასთვის საყვარელი და ახალი წლის განუყოფელი ნაწილი, საახალწლო ქარავანი, წელს გავაუქმოთ. ვთვლით, რომ ზუსტად ახლა არის დრო, ვეძებოთ „სანტა" საკუთარ თავში. გავაძლიეროთ და მარტო არ დავტოვოთ ერთმანეთი",- ნათქვამია განცხადებაში. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი საგარეო უწყებაში დაიბარეს
სააკაშვილი: ჩემი თავმჯდომარეობის კანდიდატი არის ნანუკა ჟორჟოლიანი
ელენე ხოშტარიას დედა ბიძინა ივანიშვილს - ვერ გადამირჩები! მე გეყოფი შენ!
მსოფლიო გელოდება MyCellfie APP-ში! მოიგე მეგაბაიტები, ყველაფერი ულიმიტო და PlayStation 5
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics