11:36 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-10 17:29:14, 586 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბიშვილი - ეს დღე არათუ ადამიანების უფლებების აღნიშვნის, არამედ ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვის დღეა

ეს დღე საქართველოში არათუ ადამიანების უფლებების აღნიშვნის დღეა, არამედ ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვის დღეა,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მედიის წარმომადგენლების დაჯილდოების ცერემონიაზე განაცხადა.

როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, „ეს დღე ისტორიაში ასე დარჩება“.

„ეს დღე საქართველოში არათუ ადამიანების უფლებების აღნიშვნის დღეა, არამედ ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვის დღეა. ასე უნდა ვახსენოთ ეს დღე და ასე დარჩება საქართველოს ისტორიაში. ასევე, ისინი ვინც ამაში მონაწილეობდნენ, ან კიდევ მიიღებენ მონაწილეობას ამ დღეებში, ისინიც შევლენ უთუოდ საქართველოს ისტორიაში, რადგან ქართველი ხალხი, ქართველი ერი ამას არასდროს ივიწყებს. იცოდნენ, რომ ყველა - გაირკვევა ვინ სად იყო, რაც არ უნდა ნიღბები ატარონ და ყველას დავიმახსოვრებთ“,- განაცხადა პრეზიდენტმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
ინტერნეტ მემი პროტესტად გადაიქცა: „ტარაკნების პარტიამ“ ნიუ დელიში უვადო საპროტესტო აქცია დაიწყო
კობახიძემ უკრაინელ ბავშვებს უმასპინძლა რომლებმაც მამები ომში დაკარგეს
Axios: ტრამპი აღიარებს, რომ „ანკორიჯის სულისკვეთებას“ ტოვებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics