|
2024-12-10 14:05:21, 824 ნახვა
ეკონომიკა
ხუციშვილი - 2021-2024 წლებში რეალური ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელმა 44%-ს გადააჭარბა
2021-2024 წლებში რეალური ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელმა 44%-ს გადააჭარბა,- ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა პარლამენტის სესიაზე, 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვის დროს განაცხადა. მისი განცხადებით, დაგეგმილთან შედარებით, მაღალი ეკონომიკური ზრდა გაგრძელდა 2024 წელსაც. როგორც მან აღნიშნა, 2023 წლის ბოლოს, მიმდინარე წლის რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი განისაზღვრა 5,2%-ის ოდენობით, ხოლო მთლიანი შიდა პროდუქტის ნომინალური მაჩვენებლის პროგნოზი 85 მილიარდ 980 მილიონი ლარი იყო. 10 თვის წინასწარი მონაცემებით, რეალური ეკონომიკური ზრდა 10%-ს შეადგენს.
მისი თქმით, ორჯერ და მეტად არის გაზრდილი ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი. კერძოდ, 2020 წელს არსებული 4 300 აშშ დოლარიდან, მიმდინარე წლის ბოლოსთვის მისი მოცულობა 9 000 დოლარს გადააჭარბებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)