12:54 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-09 20:19:18, 1287 ნახვა

პოლიტიკა
აშშ-ის საელჩო - ვინც პასუხისმგებელია სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობაზე პასუხი უნდა აგონ

დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ ადამიანები, რომლებიც სარგებლობდნენ მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებებით,- აღნიშნულ განცხადებას საქართველოში ამერიკის საელჩო სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" ავრცელებს.

როგორც საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული, ვინც პასუხისმგებელია სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობაზე პასუხი უნდა აგონ.

"დღეს ელჩი დანიგანი სახალხო დამცველს შეხვდა, რათა განეხილა მისი და მისი გუნდის საქმიანობის მნიშვნელობა ქართველი ხალხის უფლებების დასაცავად. ვინც პასუხისმგებელია სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობაზე, მათ შორის: მომიტინგეებზე, მედიის წარმომადგენლებსა და ოპოზიციის წევრებზე, პასუხი უნდა აგონ. დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ ადამიანები, რომლებიც სარგებლობდნენ მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებებით",- წერს საელჩო სოციალურ ქსელში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics