11:05 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-01 00:22:01, 746 ნახვა

საზოგადოება
შეთანხმება მიღწეულია, მაღაროელებმა გაფიცვა შეწყვიტეს

ტყიბულელმა მაღაროელებმა გაფიცვა შეწყვიტეს. რამდენიმე საათიანი მოლაპარაკების შემდეგ, საქნახშირსა და მაღაროელებს შორის შეთანხმება შედგა. შეხვედრას ტყიბულში გაფიცულები, პროფკავშირის, საწარმოს და ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საწარმომ გაფიცულებს დაუყონებლივ 7%-ით სახელფასო ზრდა შესთავაზა. აპრილში კი 3%-ით. რაც საბოლოო ჯამში მაღაროში მომუშავე მუშათა ხელფასის 10%-ით ზრდას გამოიწვევს.

შეთანხმებას ხელი უკვე მოეწერა. ტყიბულში მიმდინარე აქცია დაიშალა და მაღარო ხვალ, დღის მეორე ნახევარში მუშაობას განაგრძობს.

ცნობისთვის, მაღაროელები 17 დღის განმავლობაში გაფიცულები იყვნენ, ისინი ხელფასის გაზრდას ითხოვდნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ავსტრალია უკრაინას 100 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას გამოუყოფს
პავლოგრადზე რუსული თავდასხმის შედეგად 8 წლის გოგონა დაიღუპა
ფოდოროვი - უკრაინა მიიღებს შორ მანძილზე მოქმედ არტილერიას, ფრთოსან რაკეტებს და დრონების მხარდაჭერას
ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ორჯერ გაახანგრძლივონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics