11:30 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-28 23:57:06, 373 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი სპეცრაზმს - თქვენი მოვალეობაა, დაიცვათ სახელმწიფოებრიობა, მოქალაქეები - რუსეთს ემსახურებით თუ საქართველოს?

თქვენი მოვალეობაა, დაიცვათ სახელმწიფოებრიობა, მოქალაქეები - რუსეთს ემსახურებით თუ საქართველოს,- ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა თავისუფლების მოედანზე განლაგებულ სპეცრაზმელებს.

ზურაბიშვილმა სპეცრაზმელებს ასევე ჰკითხა, თუ ვის წინაშე აქვთ დადებული ფიცი.

„თქვენი მოვალეობაა, რომ დაიცვათ ამ ქვეყნის სახელმწიფოებრიობა, დაიცვათ მოქალაქეები. თქვენი მოვალეობა არაა, რომ დაშალოთ ხალხი.

რუსეთს ემსახურებით თუ საქართველოს? ფიცი ვის წინაშე დადეთ? მაინტერესებს პასუხი, თქვენს პრეზიდენტს არ პასუხობთ? თქვენს მომავალზე არ ფიქრობთ ხომ? არც თქვენი შვილების? არც თქვენ წინაპრებზე?“- მიმართა პრეზიდენტმა სპეცრაზმელებს.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თბილისში, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მივიდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროპულმა სასამართლომ 5 სამოქალაქო ორგანიზაციის დაყადაღების საქმეზე არსებითი განხილვა დაიწყო
პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ - Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება
FT: ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის აღდგენას ნაღმების გამო თვეები დასჭირდება
ირაკლი კობახიძე ყაზახეთშია, იგი თოყაევს შეხვდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics