15:48 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-25 19:19:01, 534 ნახვა

პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი- მოვიდა დრო ახალგაზრდებმა, ძალიან სწრაფად ხელში აიღონ ამ ქვეყნის სადავეები - ვიდეო

მოვიდა დრო ახალგაზრდებმა, ძალიან მალე, ძალიან სწრაფად ხელში აიღონ ამ ქვეყნის  სადავეები - ამის შესახებ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვიდეომიმართვაში განაცხადა.

«არ მეცოდება ჩვენი ახალგაზრდობა რამე თუ მომავალი მათ ხელში არის. და უნდა მოემზადო იმისთვის, რომ არა მხოლოდ მომავალი იყოს მათი მაგრამ ძალიან მალე ძალიან სწრაფად ხელში აიღონ ამ ქვეყნის  სადავეები. თუ რამეს ვხედავთ ჩვენ, ეს არის რომ თქვენი დრო მოვიდა. ის ძველი დრო რომელიც ასახული არის დღევანდელ პარლამენტში ნამდვილად დამთავრდა.  საჭიროა ახალი თაობა, ახალი პოლიტიკური ძალები. ძალიან მალე დადგება დრო ახალი არჩევნების რომელიც უნდა ჩატარდეს ახალი ფორმით, არა კალანდარიშვილისეული ფორმით არამედ თავისუფლად სამართლიანად და ეს დრო ნამდვილად მოდის.

მთავარი მოვალეობა დღეს ის კი არ არის რომ ყოველდღე მაინცდამაინც ვიდგეთ სადმე, მთავარი მოვალეობა არის მომზადება. თუ მოვემზადებით, ჩვენი თავის  იმედი უნდა გვქონდეს.  ასევე უნდა გვეიმედებოდნენ პარტნიორები რომლებიც ნამდვილად მზათ არ არიან, რომ მიატოვონ საქართველო და იმედი უნდა გვქონდეს იმისი რომ ეს მომავალი არის ამ ქვეყნის და ჩვენი ყველასი.“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვლმა.

 









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი – ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილებებსაც მიიღებენ ექიმები, ისე იმოქმედებს პენიტენციური სამსახური
Flyone-მა კიშინაუდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო
შსს - უკანონო ბრუნვიდან ამოღებული 37 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 700 კილოგრამამდე სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება განადგურდა
ივანიშვილის წარმომადგენელ პაპუაშვილს ჰქონია, რომ ცენზურა ქვეყანაში ევროკავშირის იმიჯის გამოსასწორებლად დააწესა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics