23:24 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-19 10:56:22, 370 ნახვა

პოლიტიკა
ვაშაძე - უშუალოდ პოლიციის მეთაურები იყვნენ ჩართულები დაკავების ოპერაციაში, ჩემი და ნიკა მელიას დაკავებაც სცადეს

უშუალოდ პოლიციის მეთაურები იყვნენ ჩართულები დაკავების ოპერაციაში, ჩემი და ნიკა მელიას დაკავებაც სცადეს,- ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

როგორც ვაშააძემ აღნიშნა, პროტესტი უწყვეტად გრძელდება.

"ჩვენ ახლა გადავედით მობილური პროტესტის ფაზაში. გავიმეორებ წესებს, წესი ნომერი ერთი: არ ვაძლევთ დაჭერის შესაძლებლობას. ვხედავთ, როგორ თავხედურად, კანონგარეშე იქცევიან. მეორე: ვიჭერთ დისტანციას პოლიციასთან, თუ მოიწევენ ჩვენკენ, ჩვენც გადავადგილდებით, ჩერდებიან, ჩვენც ვჩერდებით.

მელიქიშვილი არის დაკეტილი ფაქტობრივად, ჩვენი მიზანი ისევ მიღწეულია პოლიციის ხელით, ანუ თვითონ პოლიცია იძულებულია, იდგეს აქ, გამოიფიტოს, დაიღალოს, ცოტა ხანში თავის მეთაურებს გინებას დაუწყებენ ახლა იმიტომ, რომ მათთვის ეს დატვირთვა რთულია.

ჩვენ მოტივირებულები ვართ, ჩვენ დაღლილობას ვერ ვგრძნობთ და ისინი, თვითონაც იციან, რომ არასწორ მხარეს დგანან. უშუალოდ მეთაურები იყვნენ ჩართულები დაკავების ოპერაციაში, პირადად ჩემი დაკავება სცადეს, სცადეს ნიკა მელიას დაკავება, სამწუხაროდ, დააკავეს გოგონებიც, დააკავეს რამდენიმე ადამიანი, მათ შესახებ ინფორმაციას გავარკვევთ, მოგაწვდით აუცილებლად.

ჩვენ ვართ აბსოლუტურად კანონის ფარგლებში და რაც მთავარია, უწყვეტად ვაგრძელებთ ამ პროტესტს და ყველა ვინც გვიყურებს, შემოგვიერთდით პროტესტის ამ ახალ ფორმაში, მობილური პროტესტი. იცოდეთ, ძალიან კარგი განწყობაა ჩვენთან და ჩვენ გამარჯვებას მივაღწევთ",- განაცხადა ვაშაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics