03:49 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-13 12:15:50, 382 ნახვა

პოლიტიკა
კორძაია - ვითხოვთ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების მოწმეების სახით დაკითხვას, 56-ზე მეტი მოწმე გვინდა დღეს სასამართლოზე დაიკითხოს

ვითხოვთ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების მოწმეების სახით დაკითხვას, 56-ზე მეტი მოწმე გვინდა დღეს სასამართლოზე დაიკითხოს,- ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ კორძაიამ განაცხადა.

კორძაიას თქმით, ასევე ითხოვენ აუდიტის დასკვნასთან დაკავშირებით ექსპერტებისა და სპეციალისტების დაკითხვას, რადგან აუდიტის სამივე დასკვნა "ძალიან ბუნდოვანია და ბევრ კითხვის ნიშანს ტოვებს".

"ჩვენ დღეს ვაყენებთ რამდენიმე შუამდგომლობას. პირველ რიგში, ჩვენ ვითხოვთ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების მოწმეების სახით დაკითხვას, 56-ზე მეტი მოწმე გვინდა დაიკითხოს დღეს სასამართლოზე. ჩვენ ასევე ვითხოვთ აუდიტის დასკვნასთან დაკავშირებით ექსპერტებისა და სპეციალისტების დაკითხვას, რადგან ის აუდიტის სამივე დასკვნა არის ძალიან ბუნდოვანი და ბევრ კითხვის ნიშანს ტოვებს და საერთოდ ვერ უძლებს ვერანაირ კრიტიკას. 

ჩვენ დამატებით ვითხოვთ ისევ ჩატარდეს მტკიცებულებათა გამოკვლევა ხმის ფარულობის ნაწილში, რადგან სააპელაციო სასამართლოში არ აღდგენილა სრული სურათი, რაც უკავშირდება ხმის მიცემის პროცედურას და ფარულობის დაცვას.

გარდა ამისა, ჩვენ ვითხოვთ ცესკოსგან დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენას, რადგან ჩვენ გვქონდა განცხადებებით მოთხოვნილი ინფორმაცია და ცესკომ არაფერი არ მოგვაწოდა, შესაბამისად შუამდგომლობა დავაყენეთ სასამართლოსთან, მაგალითად ბიულეტენების დაბეჭდვასთან დაკავშირებით რომელ ორგანიზაციასთან გაფორმდა ხელშეკრულებები, მიღება-ჩაბარების აქტის დამადასტურებელი დოკუმენტები და ა.შ. რასაც ცესკო ჩვენ არ გვაწვდის და შუამდგომლობის სახით ვაყენებთ სასამართლოს წინაშე, მაგრამ ჩვენ უკვე ვხედავთ ერთ რამეს, რომ სასამართლომ მიიღო განჩინება და ცესკოს არანაირი დოკუმენტის წარმოდგენა არ დაავალა, რაც ნიშნავს იმას, რომ არავითარი იმედი ამ სასამართლოში სამართლიანი გადაწყვეტილების მიღების ჩვენ არ გვაქვს, მაგრამ ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ ვიბრძოლოთ ბოლომდე",- განაცხადა კორძაიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics