|
2024-11-05 17:27:08, 630 ნახვა
ეკონომიკა
ქართული ლუდის კომპანიის მფლობელი იცვლება - ცეზარ ჩოჩელი ბიზნეს ჰყიდის
ქართული უმსხვილესი კომპანია "ზედაზენის", ანუ “ქართული ლუდის კომპანიის” მფლობელი იცვლება, - ამის შესახებ კონკურენციის სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა. სააგენტოს თანახმად, “ზედაზენის” მფლობელი გახდება შპს “დეილი”, რომელიც ქართული სუპერმარკეტების ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ჯგუფია და რომელმაც 2024 წლის ზაფხულში კონკურენციის სააგენტოსგან “ფუდმარტის”, ანუ “სპარის” და “იოლის” ქსელებთან კონცენტრაციაზე მიიღო თანხმობა. უცნობია გარიგების დეტალები. თავად “ზედაზენის” აქტივების მოცულობა კომპანიის 2023 წლის ფინანსური ანგარიშის თანახმად, 152 მილიონ ლარს შეადგენს, კომპანიის შემოსავალი გასულ წელს 113.6 მილიონი ლარი, წმინდა მოგება კი 1.8 მილიონი ლარი იყო. ზედაზენი 2011 წელს, ბიზნესმენმა ცეზარ ჩოჩელმა დააფუძნა. რაც შეეხება კომპანია “დეილის” ის 2013 წელს არის დაფუძნებული, კომპანიის სტრატეგიას საქართველოს რეგიონებში სუპერმარკეტების ქსელების განვითარება წარმოადგენს. კომპანია ასევე ფლობს “გვირილას” სუპერმარკეტების ქსელს. 2023 წლის ფინანსური ანგარიშის თანახმად, კომპანიის აქტივები 129 მილიონ ლარს შეადგენს, გაყიდვები კი 327 მილიონი ლარი იყო. ამასთან, კომპანიას გასულ წელს 5.4 მილიონი ლარის ზარალი ჰქონდა. ფინანსური ანგარიშის თანახმად, "დეილის" 51%-ის მფლობელია ბიზნესმენი დავით კუხალაშვილი, 37%-ის მფლობელი კი ბიზნესმენი ზურაბ ზაქარიაძე. კიდევ ერთი კომპანია, რომლის კონცენტრაციაზეც დღეს კონკურენციის სააგენტომ გასცა თანხმობა არის შპს “რითეილ ინვესთმენთსი”, რომელიც თავის მხრივ “მაგნიტის” სუპერმარკეტების ქსელის მფლობელია. 2024 წლის აგვისტოში კი კომპანიამ მიაღწია შეთანხმებას სპარტის და იოლის ქსელების მფლობელ ფუდმარტთან გაერთიანების თაობაზე. შესაბამისად ახალი ჰოლდინგი გააერთიანებს “დეილის”, “სპარის”, “მაგნიტის”, “იოლის”, “გვირილას” და “მაგნიტის” ქსელებს, რაც მას გაყიდვების მიხედვით, FMCG ბაზრის #1 მოთამაშედ აქცევს. აღნიშნული ჯგუფი ასევე “ზედაზენის” მფლობელიც იქნება. ბოლო პერიოდში ცეზარ ჩოჩელი აქტიურად აკრიტიკებდა მმართველ პარტიას. კომპანია "ზედაზენი" კატეგორიულად უარყოფს ბიზნესგარიგების პოლიტიკასთან კავშირს და აცხადებს, რომ მოლაპარაკება კომპანიის წილების გაყიდვის შესახებ, დიდი ხანია მიმდინარეობს და მას კავშირი არ აქვს კომპანიის დამფუძნებლის ცეზარ ჩოჩელის პოლიტიკურ შეხედულებებთან და პოზიციასთან.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)