11:18 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-05 17:02:05, 447 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე მოსახლეობას მოუწოდებს, რომ ხვალ, 11:00 საათზე სააპელაციო სასამართლოსთან შეიკრიბონ

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან გამართულ აქციაზე მოსახლეობას მოუწოდა, რომ პროტესტის გამოსახატად ხვალ, 11:00 საათზე, კვლავ მეორე ინსტანციის სასამართლოსთან შეიკრიბონ.

ვაშაძის განცხადებით, სააპელაციო სასამართლოში საარჩევნო დავებთან დაკავშირებული საქმეების განხილვა ხვალისთვის გადაიდო.

"სასამართლო პროცესი ხვალისთვის გადაიდო. ხვალ არის 12:00 საათზე ერთი პროცესი, ხოლო მეორე პროცესი არის 14:00 საათზე. ხვალ პროტესტის გამოსახატად  11:00 საათზე, გთხოვთ, ყველანი შევიკრიბოთ ისევ აქ. დღეს, ფაქტობრივად, სასამართლო დახურეს. შიგნით, როგორც ჩანს, პროცესი არ არის",- განაცხადა ვაშაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საგამოძიებო: ორ სხვადასხვა კორუფციულ საქმეზე ორი პირი დავაკავეთ
კობახიძე კვლავ ცდილობს ცენზურის სამმართველოს მუშაობა გაამართლოს
კობახიძე - ბატონი ფიშერი იყო ერთადერთი ელჩი, რომელმაც არათუ არაფერი გააკეთა ამ ურთიერთობების განვითარებისთვის, არამედ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ დაზიანებულიყო ურთიერთობები
ფიშერი - ჩვენი უფლებამოსილების ვადა საქართველოში დასრულდა - მადლობა, ბედნიერად და Auf Wiedersehen
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics