11:18 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-05 16:39:56, 444 ნახვა

პოლიტიკა
აქციის მონაწილეები თბილისის სააპელაციო სასამართლოდან მსვლელობას მართავენ [ვიდეო]

თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან შეკრებილი აქციის მონაწილეები მსვლელობას მართავენ.

მოქალაქეები ამ წუთებში დიდუბის მიმართულებით დიღმის მასივის გავლით გადაადგილდებიან.

მანამდე, საპროტესტო აქცია მეორე ინსტანციის სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდა.

სააპელაციოსთან ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წევრები, მათი მხარდამჭერები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები იყვნენ შეკრებილი.

შეგახსენებთ, დღეს, 5 ნოემბერს საპროტესტო აქცია სპორტის სასახლესთან იყო დაანონსებული, თუმცა მოგვიანებით, აქციის დრო და ადგილი შეიცვალა და შეკრება სააპელაციო სასამართლოსთან, 15:00 საათზე დაანონსდა. 

აღსანიშნავია, რომ დღეს მეორე ინსტანციის სასამართლოში საარჩევნო დავებთან დაკავშირებით სხდომა იყო ჩანიშნული, თუმცა პროცესი ხვალისთვის გადაიდო.

 









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საგამოძიებო: ორ სხვადასხვა კორუფციულ საქმეზე ორი პირი დავაკავეთ
კობახიძე კვლავ ცდილობს ცენზურის სამმართველოს მუშაობა გაამართლოს
კობახიძე - ბატონი ფიშერი იყო ერთადერთი ელჩი, რომელმაც არათუ არაფერი გააკეთა ამ ურთიერთობების განვითარებისთვის, არამედ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ დაზიანებულიყო ურთიერთობები
ფიშერი - ჩვენი უფლებამოსილების ვადა საქართველოში დასრულდა - მადლობა, ბედნიერად და Auf Wiedersehen
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics