11:34 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-04 17:44:24, 373 ნახვა

პოლიტიკა
თბილისში საპროტესტო მარში იმართება [ვიდეო]

თბილისში საპროტესტო მარში მიმდინარეობს.

მსვლელობა, რომელსაც პოლიტიკური პარტიების ლიდერები ხელმძღვანელობენ, „თბილისი ცენტრალის“ მიმდებარე ტერიტორიიდან ცოტა ხნის წინ დაიწყო.

მარშის მონაწილეები მსვლელობით გადაინაცვლებენ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის სასახლის წინ, სადაც დღეს, 19:00 საათზე საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად აქციაა დაგეგმილი.

შეგახსენებთ, შეკრება ოპიზიციურმა პოლიტიკურმა კოალიციებმა 31 ოქტომბერს, ერთობლივ საგანგებო ბრიფინგზე დააანონსეს.

აღსანიშნავია, რომ ოპოზიციური კოალიციები, რომლებმაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 5%-იანი ბარიერი გადალახეს, „ქართულ ოცნებას“ არჩევნების შედეგების მოპარვაში ადანაშაულებენ და  საერთაშორისო ადმინისტრაციის მიერ, საპარლამენტო არჩევნების ხელახლა ჩატარებას მოითხოვენ.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კეიკო ფუჯიმორი პერუს პირველი ქალი პრეზიდენტი გახდა.
საგამოძიებო: ორ სხვადასხვა კორუფციულ საქმეზე ორი პირი დავაკავეთ
კობახიძე კვლავ ცდილობს ცენზურის სამმართველოს მუშაობა გაამართლოს
კობახიძე - ბატონი ფიშერი იყო ერთადერთი ელჩი, რომელმაც არათუ არაფერი გააკეთა ამ ურთიერთობების განვითარებისთვის, არამედ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ დაზიანებულიყო ურთიერთობები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics