15:09 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-04 11:32:04, 495 ნახვა

მსოფლიო
რინკევიჩი მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებაზე - კარგი ამბავი მოლდოვისთვის, კარგი ამბავი ევროპისთვის

კარგი ამბავი მოლდოვისთვის, კარგი ამბავი ევროპისთვის,- ასე ეხმაურება ლატვიის პრეზიდენტი ედგარ რინკევიჩი მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს, რომლის მიხედვითაც, მეორე ტურში მოქმედმა პრეზიდენტმა, მაია სანდუმ გაიმარჯვა.

როგორც რინკევიჩი სოციალურ ქსელ X-ზე წერს, მოლდოვის ევროკავშირში ინტეგრაციის წინსვლისთვის, მჭიდრო თანამშრომლობას მოელის.

„ძვირფასო მაია სანდუ, თბილად გილოცავთ მოლდოვის პრეზიდენტად ხელახლა არჩევას. კარგი ამბავი მოლდოვისთვის, კარგი ამბავი ევროპისთვის. მოუთმენლად ველი მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას მოლდოვის ევროკავშირში ინტეგრაციის წინსვლისთვის“,- წერს ლატვიის პრეზიდენტი.

შეგახსენებთ, გუშინ, 3 ნოემბერს მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა, რომელშიც ამ დროისთვის არსებული მონაცემების მიხედვით, ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა, მაია სანდუ 55.25%-ით გაიმარჯვა. მისმა მოწინააღმდეგე ალექსანდრ სტოიანოგლუმ კი, ხმათა  44.75%-ის მოპოვება შეძლო.

აღსანიშნავია, რომ მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მას შემდეგ ჩატარდა, რაც 20 ოქტომბერს, არჩევების პირველ ტურში სანდუმ ხმების - 42.45%, ხოლო სტოიანოგლუმ 25.98% მიიღო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რეჟიმი გეგმავს მოქალაქეთა პირადი ცხოვრება აკონტროლოს, უცხოელზე დაქორწინებას კომისია შეისწავლის
ბოკუჩავა - ენმ-ს გარე აუდიტი არ სჭირდება იმის აღსაქმელად, რომ მძიმე გამოწვევების წინაშე ვდგავართ
თუ სიჩქარის მცირედი გადაჭარბება იქნება, მძღოლი 50 ლარით დაჯარიმდება, ჯარიმები გაიზრდება - დარახველიძე
საქართველოში შექმნილია სასათბურე პირობები ირანის ტერორისტული რეჟიმის ქსელისთვის – დროა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics