15:09 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-04 10:58:14, 508 ნახვა

მსოფლიო
ტუსკი - სანდუმ მოსკოვის ფავორიტი დაამარცხა

მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს, რომლის მიხედვითაც, მეორე ტურში მოქმედმა პრეზიდენტმა, მაია სანდუმ გაიმარჯვა, პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი ეხმაურება.

ტუსკის განცხადებით, “სანდუმ მოსკოვის ფავორიტი დაამარცხა“.

“მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებში, რუსეთის აგრესიული და მასიური ჩარევის მიუხედავად, მაია სანდუმ მოსკოვის ფავორიტი დაამარცხა. იმედი ვიქონიოთ, რომ ეს ტენდენცია მომდევნო დღეებში და თვეებში სხვა ქვეყნებშიც გაგრძელდება“,- წერს ტუსკი X-ზე.

შეგახსენებთ, გუშინ, 3 ნოემბერს მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა, რომელშიც ამ დროისთვის არსებული მონაცემების მიხედვით, ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა, მაია სანდუ 55.25%-ით გაიმარჯვა. მისმა მოწინააღმდეგე ალექსანდრ სტოიანოგლუმ კი, ხმათა  44.75%-ის მოპოვება შეძლო.

აღსანიშნავია, რომ მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მას შემდეგ ჩატარდა, რაც 20 ოქტომბერს, არჩევების პირველ ტურში სანდუმ ხმების - 42.45%, ხოლო სტოიანოგლუმ 25.98% მიიღო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რეჟიმი გეგმავს მოქალაქეთა პირადი ცხოვრება აკონტროლოს, უცხოელზე დაქორწინებას კომისია შეისწავლის
ბოკუჩავა - ენმ-ს გარე აუდიტი არ სჭირდება იმის აღსაქმელად, რომ მძიმე გამოწვევების წინაშე ვდგავართ
თუ სიჩქარის მცირედი გადაჭარბება იქნება, მძღოლი 50 ლარით დაჯარიმდება, ჯარიმები გაიზრდება - დარახველიძე
საქართველოში შექმნილია სასათბურე პირობები ირანის ტერორისტული რეჟიმის ქსელისთვის – დროა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics