18:38 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-29 15:06:44, 511 ნახვა

პოლიტიკა
გვარამია - გაყალბების სქემის ყველა მიმართულება გახსნილია და მტკიცებულებები გვაქვს

სქემის ყველა მიმართულება გახსნილია და მტკიცებულებები გვაქვს,- ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ ოპოზიციური პარტიების შეხვედრამდე განაცხადა.

როგორც გვარამიამ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, საპარლამენტო არჩევნების გაყალბების მტკიცებულებები მალე გასაჯაროვდება.

„ერთადერთი, რასაც წინასწარ გეტყვით, ისაა, რომ საზოგადოებას ხომ უნდოდა მტკიცებულებები და სქემის გახნა, სქემის ყველა მიმართულება გახსნილია და მტკიცებულებები ყველგან გვაქვს, მათ შორის, ისეთი მიმართულებებით, რომლებზეც წარმოდგენაც არ ჰქონდა საზოგადოებას. მალე გავასაჯაროებთ",- აცხადებს ნიკა გვარამია. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ მიხეილ ყაველაშვილი ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება
გახარიას პარტიამ პარლამენტში ჩხუბზე გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა
„თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
დიდი ბრიტანეთი თავდაცვის ბიუჯეტს დამატებით 15 მილიარდი გირვანქით ზრდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics