18:38 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-28 19:23:37, 407 ნახვა

პოლიტიკა
რინკევიჩი - გამოვხატე ლატვიის მუდმივი მხარდაჭერა დემოკრატიული, თავისუფალი საქართველოსა და მისი ევროპული გზის მიმართ

გამოვხატე ლატვიის მუდმივი მხარდაჭერა დემოკრატიული, თავისუფალი საქართველოსა და მისი ევროპული გზის მიმართ,- ამის შესახებ ლატვიის პრეზიდენტმა, ედგარ რინკევიჩმა საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან სატელეფონო საუბრის შემდეგ, სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა.

რინკევიჩი წერს, რომ საუბრისას საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ არსებული მდგომარეობა განიხილეს.

"სატელეფონო საუბარი მქონდა საქართველოს პრეზიდენტთან. განვიხილეთ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში არსებული მდგომარეობა, რომელიც საჭიროებს დარღვევების შესახებ ანგარიშების მოგვარებას. მე გამოვხატე ლატვიის მუდმივი მხარდაჭერა დემოკრატიული, თავისუფალი საქართველოსა და მისი ევროპული გზის მიმართ",- წერს რინკევიჩი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ მიხეილ ყაველაშვილი ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება
გახარიას პარტიამ პარლამენტში ჩხუბზე გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა
„თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
დიდი ბრიტანეთი თავდაცვის ბიუჯეტს დამატებით 15 მილიარდი გირვანქით ზრდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics